მსოფლიოკრიმინალი

ახალგაზრდა მამაკაცი მაჩეტეთი თავს დაესხა 2 ეკლესიას ესპანეთში – მოკლულია მღვდელი (ვიდეო)

ესპანეთში, ალხესირასის სამლოცველოსა და ტაძარში მომხდარი თავდასხმის შედეგად დაჭრილი მღვდელი გარდაიცვალა, დაშავდა ოთხი ადამიანი.

ესპანეთის პოლიციის ცნობით, თავდამსხმელი მაშინვე დააკავეს. იგი 25 წლის მაროკოელი იასინ კანჯააა, რომელსაც ადრე პოლიციასთან საქმე არ ჰქონია.

ეროვნული სასამართლოს პროკურორი მიიჩნევს, რომ ეს ისლამისტური მოტივით ჩადენილი ტერორისტული აქტია.

თავდასხმა 25 იანვარს, დაახლოებით 20:00 საათისთვის მოხდა.

მედიის ინფორმაციით, იასინ კანჯაა დაახლოებით 18:30 საათზე შევიდა სან ისიდროს სამლოცველოში, კამათი დაიწყო მრევლთან და მათ არწმუნებდა, რომ ისლამი უნდა მიეღოთ. შემდეგ დატოვა ტერიტორია, თუმცა დაახლოებით ერთ საათში მაჩეტეთი დაბრუნდა და მღვდელი დაჭრა.

შემდეგ თავდამსხმელი სამლოცველოსთან დაახლოებით 200 მეტრის დაშორებით მდებარე ლა პალმას ტაძარში წავიდა, სადაც მსახურება სრულდებოდა და დებოში მოაწყო. 74 წლის მღვდელი ცდილობდა მის შეკავებას და სთხოვდა, დაეტოვებინა ტაძარი, თუმცა იგი მღვდელს თავს დაესხა. მღვდელმა ეკლესიის დატოვება და გაქცევა შეძლო, მაგრამ თავდამსხმელი გამოეკიდა და მაჩეტეთი სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა.

ამის შემდეგ ტერორისტმა გაქცევა ცადა, მაგრამ პოლიციამ იგი მაშინვე დააკავა.

მიმდინარეობს გამოძიება იმის დასადგენად; იასინ კანჯაა მარტო მოქმედებდა  თუ თანამზრახველებიც ჰყავდა.

ალხესირასის საქალაქო საბჭომ ოფიციალური გლოვის დღე გამოაცხადა.

ნინო ხოშტარია

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close