მედიცინამსოფლიო

კოვიდ-19-ის პანდემია დასრულდა? – ჯანმოს კომიტეტი გადაწყვეტილებას კვირის ბოლომდე გამოიტანს

ხუთშაბათს, 26 იანვარს გამართულ პრესკონფერენციაზე ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მეთაურმა ტედროს ადანომ გებრეიესუსმა განაცხადა, რომ ამ კვირის ბოლომდე ჯანმოს კომიტეტი კრებას გამართავს, რომელზეც გამოიტანენ საკითხს – ისევ რჩება თუ არა გლობალურ პანდემიად კორონავირუსული ინფექცია.

ჯანმოს ხელმძღვანელის თქმით, 3 წლის შემდეგ, რაც ჯანდაცვის სფეროში საერთაშორისო დონეზე საგანგებო სიტუაცია (პანდემია) გამოცხადდა, ჯანმოს კომიტეტმა უახლოეს დღეებში უნდა განიხილოს საკითხი, კორონავირუსული ინფექცია ისევ რჩება თუ არა გლობალურ საგანგებო სიტუაციად თუ პანდემია დასრულდა.

გებრეიესუსმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ იმის მიუხედავად, რას გადაწყვეტენ ორგანიზაციის წარმომადგენლები, აშფოთებს მიმდინარე სიტუაცია კორონავირუსული ინფექციით გამოწვეული გაზრდილი სიკვდილიანობის გამო ბევრ ქვეყანაში.

ჯანმოს ინფორმაციით, მიმდინარე წლის 15 იანვრის მდგომარეობით მთელ მსოფლიოში კოვიდ-19-ის 662 მილიონზე მეტი დარეგისტრირებული შემთხვევა გამოვლინდა, რომელთაგანაც  6,7 მილიონზე მეტი (10%-ზე მეტი) ლეტალურად დასრულდა.

ნუცა ყაველაშვილი

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close