ბერლინში LGBTQ საბავშვო ბაღი იხსნება – განმანათლებლობა თუ საფრთხე ბავშვებისთვის (ვიდეო)
გერმანიაში პირველი LGBTQ საბავშვო ბაღი ბერლინში გაზაფხულზე გაიხსნება. იქ ბავშვებს ასწავლიან „სიყვარულის მრავალფეროვნებას“ და მოუყვებიან ზღაპრებს, სადაც პრინცს შეუყვარდება პრინცი, პრინცესა კი თავს ე. წ. არაორობით ადამიანად გრძნობს.
იდეა ეკუთვნის ბერლინის გეი საბჭოს, რომელშიც შედის პედოფილიის 86 წლის პრომოუტერი, სოციოლოგი რუდიგერ ლოტმანი. ვარაუდობენ, რომ LGBTQ ბავშვთა დაწესებულება პოპულარული იქნება: მასში უკვე 60 ბავშვი ჩაირიცხა, ბაღში სულ 93 ადგილია.
საბავშვო ბაღი ორი ნაწილისგან შედგება: „ვარდისფერი ვეფხვი“ და „ყვითელ-მწვანე პანტერა“. როგორც მარსელ დე გროტი, ბერლინში გეი საკონსულტაციო ცენტრის მმართველი დირექტორი განმარტავს, კონცეფცია ასეთია: „საბავშვო ბაღებმა უნდა მისცეს მაგალითი იმისა, თუ რას ნიშნავს იყო გეი ან ლესბოსელი“, წიგნებით და თამაშებით, ყველანაირად, ბავშვებისთვის გასაგებ ენაზე.
ეს ჰომოსექსუალური საბავშვო ბაღი არის ახალი, უზარმაზარი LGBTQ კომპლექსის ნაწილი, რომელიც ამჟამად შენდება ბერლინში, სადაც ჰომოსექსუალები, ბისექსუალები, ტრანსგენდერები, ინტერსექსები და ყველა ასაკის სხვა ქვიერები ბედნიერად იცხოვრებენ, ისწავლიან, გაატარებენ თავისუფალ დროს და სოციალური ზრუნვის ქვეშ იქნებიან. მის კედლებში განთავსდება LGBTQ საბავშვო ბაღი, LGBTQ მოხუცთა თავშესაფარი, LGBTQ საკონსულტაციო ცენტრი და ქვიარ თემისთვის საჭირო სხვა ობიექტები.
კომენტარები