ათენი: უფასო WI-FI არა მარტო მეტროს სადგურებში, არამედ გვირაბებშიც
ათენის მაცხოვრებლებს და სტუმრებს მეტროს ვაგონებში, გვირაბებშიც შეეძლებათ უფასო ინტერნეტით სარგებლობა – ამას ითვალისწინებს პროექტი OAΣA.
ათენის მეტროპოლიტენი ყველაზე განვითარებული ევროპული ქალაქების სტანდარტებს ნერგავს, რათა დედაქალაქში მეტროს მგზავრებს უფრო ხარისხიანი მომსახურებები შესთავაზოს. ისეთი მასშტაბური პროექტების პარალელურად, როგორიცაა მე-4 ხაზი და მეორე ხაზის გაგრძელება ილიონამდე, რომლებიც უკვე ხორციელდება, პროექტ OAΣA-ს ფარგლებში დგება მოწყობილობა, რომელიც მობილურ სიგნალს და Wi-Fi-ს უზრუნველყოფს როგორც სადგურებში, ისე გვირაბებში მეტროს მატარებლის მოძრაობის დროს.
პირველი საპილოტე პროექტი მე-2 ხაზის 3 სადგურში განხორციელდება, კერძოდ, „აგიოს დიმიტრიოსიდან“ „ელინიკომდე“. საპილოტე პროგრამა მიმდინარე წლის პირველ ნახევარში დასრულდება (ივნისამდე) – ასეა მითითებული გასული წლის 22 დეკემბერს გამოქვეყნებულ Υπερταμείου για τον Όμιλο ΟΑΣΑ-ს მესამე კვარტლის ანგარიშში.
საპილოტე პროგრამის მეშვეობით მიღებული მონაცემები მნიშვნელოვანი იქნება ათენის მეტროს მე-2 და მე-3 ხაზების ყველა სადგურზე Wi-Fi-ს გამართვის პროექტის რეალიზაციისათვის, რომელიც 2,5 წელიწადში დასრულდება.
ნოვატორული პროექტი მგზავრებს საშუალებას მისცემს, უფასოდ ჩაერთონ ინტერნეტში მეტროთი მგზავრობისას ან თავისუფლად დარეკონ მობილურით როგორც მეტროს სადგურებში, ისე ვაგონების გვირაბში მოძრაობისას.
Wi-Fi-ს ქსელის შექმნა მეტროში ნაწილია ციფრული მმართველობის სამინისტროს პროექტისა „WiFi4GR – საყოველთაოდ ხელმისაწვდომი უსადენო ფართოზოლიანი ინტერნეტის წერტილების განვითარება“, რომლის ფარგლებშიც მთელ საბერძნეთში Wi-Fi-ს 2500 წერტილი განთავსდება.
ნინო ბაჯელიძე
კომენტარები