მიგრაციასაბერძნეთი

მნიშვნელოვანი ინფორმაცია საბერძნეთში მყოფი ქართველი ემიგრანტებისთვის – ვის შეუძლია 250 ევროს ბონუსის მიღება

ეკონომიკურ კრიზისსა და ინფლაციასთან დაკავშირებით საბერძნეთის სახელმწიფოს მიერ გამოყოფილი გადაუდებელი ერთჯერადი დახმარების მისაღებად განაცხადის შესავსებად პლატფორმა ღიაა.

250 ევროს მიღება შეუძლიათ ბენეფიციარებს, რომლებიც OAED-ში არიან დაფიქსირებულები, როგორც ხანგრძლივვადიანი (12-დან 24 თვის მანძილზე) უმუშევრები. უფრო მოკლე პერიოდის უმუშევრებზე დახმარება არ გაიცემა.

კიდევ ერთი კრიტერიუმი 250 ევროს დახმარების მისაღებად არის ის, რომ  ბენეფიციარი სხვა სახის დახმარებას არ უნდა იღებდეს.

განაცხადი Taxisnet-ის სისტემით ივსება, აუცილებლად უნდა მიუთითოთ ΙΒΑΝ-ის საბანკო ანგარიში, რომელზეც თანხას ჩაგირიცხავენ.

ნინო ბაჯელიძე

განაცხადის შევსება შეგიძლიათ შემდეგ ბმულზე:

https://www.gov.gr/i 

piresies/ergasia-kai-asphalise/anergia/ektakte-oikonomike-eniskhuse-se-makrokhronia-anergous

პ. ს. ΔΥΠΑ-ს საიტზე ასევე ნახავთ, ვის და როგორ შეუძლია 15 ათას ევრომდე სუბსიდიის მიღება ბიზნესის დასაწყებად – საბერძნეთის სახელმწიფო დახმარების ეს პროგრამა აქცენტირებულია ქალების შრომით დასაქმებაზე.

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close