რას არ გაიგებ/ფაქტებისაზოგადოება

ქუთაისში ავტობუსი მგზავრებიანად გაიტაცეს – გამტაცებლის თქმით, მას მგზავრები თავის სახლში საქეიფოდ მიჰყავდა

16 დეკემბერს, საღამოს საზოგადოებრივ ტრანსპორტზე თავდასხმა მოხდა – მთვრალმა მამაკაცებმა ქუთაისში ავტობუსი მგზავრებიანად გაიტაცეს. დაკავებულია ორი პირი.

არსებული ინფორმაციით, ერთ-ერთი პირი საჭესთან დაჯდა და ავტობუსი წაიყვანა, თუმცა ის რამდენიმე მეტრის გავლის შემდეგ პოლიციამ დააკავა.

როგორც ჟურნალისტი დათო ლიკლიკაძე წერს, ბრალდებულის განმარტებით, ავტობუსის მგზავრები თავის სახლში მიჰყავდა საქეიფოდ.

„უნიკალური ქალაქია ხალხნო ქუთაისი.
ტიპმა ავტობუსი გაიტაცა რამდენიმე საათის წინ თავის მგზავრებიანად.
დააკავეს და განაცხადა, რომ სახლში მიმყავდა ყველა საქეიფოდო.
მოწმის სახით დაკითხეს მგზავრები, რომლებიც აცხადებენ, რომ მანამდე ეს ნასვამი ადამიანი ყველას გვეხვეწებოდა სახლში წამომყევითო და არავინ წავყევითო“, – წერს ლიკლიკაძე.

ერთ-ერთი დაკავებულის ადვოკატი არჩილ ნიჟარაძე ამბობს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი არაფხიზელ მდგომარეობაში იყო, პრაქტიკულად, არაადეკვატური.

„მოკლედ ვინ არ დამიცვია კაცო, ქურდები, ყაჩაღები, მკვლელები, თაღლითები, მძარცველები და ა.შ. მაგრამ ამ წუთებში რა საქმეშიც მომიწია ჩართვა, არათუ არ მქონია, არც გამიგია.

ესე იგი ტიპი დათვრა და დიდი ავტობუსი გაიტაცა თავის მგზავრებიანად, არ,ა არ მოგესმათ, ხო, დიდი საზოგადოებრივი ავტობუსი თავის მგზავრებიანად.

ახლა პოლიციის განყოფილებაში ვარ და ბრალს უყენებენ – მძარცველიაო.

მძარცველი კი არა, მთვრალია, მთვრალიი“, – წერს ადვოკატი.

შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება 19-178-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ძარცვის მცდელობას გულისხმობს.

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close