თურქეთში, შირნაკის პროვინციაში, გაბარის მთის რაიონში ნავთობის დიდი მარაგი აღმოაჩინეს. არსებული მონაცემებით, ნედლი ნავთობის სუფთა მარაგი 150 მილიონ ბარელს შეადგენს და საბადო წელს აღმოჩენილი ყველაზე დიდი საბადოების ათეულში შევიდა. ამის შესახებ სააგენტო „ანადოლუ“ წერს.
ახალი საბადოს ნავთობის მარაგის ღირებულება $12 მილიარდს შეადგენს.
ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ანკარაში გამართულ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
მისივე თქმით, თურქული ნავთობკორპორაციის ყოველდღიური მოპოვება, რომელიც 40 000 ბარელს შეადგენდა, ახლა 65 000-მდე აიზარდა. თურქეთი აპირებს, ყოველდღიური მოპოვება თურქეთის რესპუბლიკის 100 წლისთავისათვის 100 000 ბარელამდე გაზარდოს.
ცნობისათვის, შირნაკის ქურთული პროვინცია თურქეთის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში მდებარეობს.
რამდენიმე დღის წინ თურქეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ 2023 წელს ბოლოჯერ იყრის კენჭს საპრეზიდენტო არჩევნებში.
ნინო ხოშტარია
კომენტარები