მიგრაციაიტალია

გაფრთხილება უსაბუთოებს საშობაო დღეებში! – რას ურჩევს იტალიაში მცხოვრებ ემიგრანტებს საიმიგრაციო სამსახურის წარმომადგენელი

„მეტი შემოწმება იქნება საშობაო დღეებში, ნაკლებად იარეთ ჯგუფებად!“ –  წერს სოციალურ ქსელში  იტალიის პროფკავშირების, საიმიგრაციო საზოგადოება „ანოლფის“ (Anolf) ქართველი ოპერატორი ფიქრია კუჭუხიძე და იტალიაში მცხოვრებ ემიგრანტებს აფრთხილებს.

„გაფრთხილება უსაბუთოებს: საშობაო დღეებში არის მუდამ მკაცრი კონტროლი და ბევრი მოყვა უსიამოვნებაში! თავი შეიკავეთ ხალხმრავალ ადგილებში ყოფნისაგან თან ჯგუფურად! დაიმახსოვრეთ! ზოგჯერ ვკითხულობ, მერე რა უსაბუთო ვარ და მამუშავებს და ეს არაა ასე და ის არაა და დასდევს ზოგი ციფრებს.

გაითვალისწინეთ! ქვეყნის ტერიტორიაზე ადამიანის უფლება დაცულია, არავის აქვს უფლება მოგკლას, მაგრამ როდესაც შენ აქ ყოფნის უფლება არარეალურად გაქვს და ხარ აქ! მოდი შევირგოთ. ნაკლები პრეტენზიები, მაპატიეთ და, ნაკლები ფეხების ბაკუნი!

რატომ ვავლებ პარალელს, როგორც ვითხოვთ კანონით, გავითვალისწინოთ ანალოგიურად! ისევ თქვენთვის, რომ აიცილოთ პრობლემები თავიდან! ოჯახს შეიძლება ჰყავდე უსაბუთო, არც მას აქვს უფლება, მაგრამ შეყავხარ ხომ? მე ვურჩევდი ადამიანებს, რომ გამოსვლასაც მოასწრებთ და ყველაფერს ახლჩამოსულები, გაუფრთხილდით საკუთარ თავს და მერე სხვას… ვინც შეგიფარათ! ქართველი იქნება თუ იტალიელი! მეტი შემოწმება იქნება, ნაკლებად იარეთ ჯგუფებად! რა მსჯის, რომ ამას ვწერ? იმედია გამგები გაიგებს!“, – წერს ფიქრია კუჭუხიძე

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close