ქართველები უცხოეთშისაბერძნეთი

ქართველმა გოგონამ ბერძნულ VOICE-ში ჟიურის ოთხივე წევრი შემოატრიალა (ვიდეო)

The Voice of Greece-ის ქართველი მონაწილე დოდონა ნამორაძეა, რომელმაც ჟიურის ყველა წევრი აღაფრთოვანა.

„როგორ ვარ დამუხტული თქვენი ენერგიით და კარგი სურვილებით, ნეტა იცოდეთ!

არ გაგიცრუებთ იმედებს, გპირდებით“, – წერს დოდონა სოციალურ ქსელში.

21 წლის ქართველმა გოგონამ ბერძნული Voice-ის სცენაზე ნამდვილი ცეცხლი დაანთო. მან არაჩვეულებრივად შეასრულა არა მხოლოდ უცხოური სიმღერა – ჯეიმს ბრაუნის I Got You (I Feel Good), არამედ თავად ჟიურის წევრების თხოვნით, ქართულადაც იმღერა და ყველა ემიგრანტის გული ემოციებით აავსო. საკის რუვამ აღნიშნა, თუ როგორი რთულია ქართული სიმღერები.

21 წლის დოდონას გულის მოსაგებად ჟიურის წევრებს შორის ნამდვილი ბრძოლა გაიმართა, თუმცა მან საბოლოოდ კონსტანტინოს არგიროს გუნდში წასვლა ისურვა.

მენტორისთვის ქართველი გოგონას გადაწყვეტილება დიდი პატივი იყო, ხოლო ჟიურის დანარჩენმა წევრებმა მისი „დაკარგვით“ გამოწვეული ემოციები ვერ დამალეს.

primetime.ge

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close