იტალიაპოლიტიკა

Reuters: იტალიის მთავრობა უკრაინისთვის შეიარაღების ახალ პაკეტს ამზადებს, რომელიც საჰაერო თავდაცვის სისტემას მოიცავს

იტალიის მთავრობა უკრაინისთვის შეიარაღების ახალ პაკეტს ამზადებს, რომელიც საჰაერო თავდაცვის სისტემას მოიცავს. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი იტალიის სამთავრობო კოალიციის ოფიციალურ პირზე დაყრდნობით ავრცელებს.

სამთავრობო კოალიციის ოფიციალურმა პირმა აღნიშნა, რომ რომი მზად არის, მიაწოდოს უკრაინას საჰაერო თავდაცვის სხვადასხვა სისტემა, მათ შორის Stinger-ის რაკეტები.

იტალიის თავდაცვის მინისტრმა გვიდო კროზეტომ სატელეფონო საუბარი გამართა აშშ-ის თავდაცვის მდივან ლოიდ ოსტინთან და პირობა დადო, რომ იტალია მხარს დაუჭერს უკრაინას მანამ, სანამ საჭირო იქნება.

imedinews.ge

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close