მსოფლიოპოლიტიკა

აშშ-ში დღეს შუალედური არჩევნები იმართება – ძალთა ბალანსი კონგრესში შესაძლოა შეიცვალოს

დღეს აშშ-ში შუალედური არჩევნები იმართება, რომელმაც შესაძლოა კონგრესში ძალთა ბალანსი შეცვალოს. მილიონობით ამერიკელი დღეს გადაწყვეტს, რომელი პარტია გააკონტროლებს კონგრესს. ამჟამად წარმომადგენელთა პალატაშიც და სენატშიც უმრავლესობას მცირე უპირატესობით დემოკრატები ფლობენ.

აშშ-ის მოქალაქეები დღეს 435-წევრიანი წარმომადგენელთა პალატის სრულ შემადგენლობას და სენატის 35 წევრს აირჩევენ. გარდა ამისა, გუბერნატორებს აირჩევენ 36 შტატში.

ბოლო მონაცემებით, ამერიკის შეერთებულ შტატებში ხმის მიცემის წინასწარი პროცედურით 43,5 მილიონზე მეტმა ადამიანმა ისარგებლა.

პროგნოზების უმეტესობით, რესპუბლიკელები უმრავლესობას მიიღებენ წარმომადგენელთა პალატაში, ეს კი ჯო ბაიდენს კანონების მიღების შესაძლებლობას შეუზღუდავს.

არჩევნების წინა დღეს პრეზიდენტი ბაიდენი (დემოკრატიული პარტია) და ექს-პრეზიდენტი დონალდ ტრამპი (რესპუბლიკური პარტია) მიტინგებზე გამოვიდნენ თავიანთი დასკვნითი არგუმენტებით

ამერიკის 50 შტატიდან თითოეული სენატში ორი სენატორით არის წარმოდგენილი, რომლებსაც ექვსწლიანი ვადით ირჩევენ. წარმომადგენელთა პალატის წევრების მანდატი ორწლიანია და ისინი უფრო მცირე ოლქებს წარმოადგენენ.

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close