ხვალ, 19 ოქტომბერს ტყუილის თქმა იკრძალება
ყოველწლიურად, 19 ოქტომბერს მართლმადიდებელი სამყარო პატივს სცემს თომა მოციქულის ხსოვნას. ხალხისგან მან მიიღო მეტსახელი – ურწმუნო თომა, რადგან თავდაპირველად იესო ქრისტეს აღდგომის არ სწამდა. ამის გაგონებაზე ღვთის ძე მიწაზე ჩამოვიდა და მას ჭრილობები აჩვენა.
ამბობენ, რომ თომა მოციქულის ხსოვნის დღეს ტყუილის თქმა არ შეიძლება. მატყუარებსა და თაღლითებს სასტიკად უსწორდებოდნენ.
იმასაც ამბობენ, რომ 19 ოქტომბრის ღამეს ნანახი სიზმრები ახდება.
ტრადიციულად, 19 ოქტომბერს ჩვენი წინაპრები აცხობდნენ პურს, რომლის ქერქს ღარიბებსა და ავადმყოფებს აძლევდნენ. ამბობდნენ, რომ ამ გზით ხალხი ძალას იკრებდა. როგორც წესი, ამ დღეს ისინი მიდიან ეკლესიაში, სადაც თომას სანთელს უნთებენ მადლობის ნიშნად.
ამ დღეს აკრძალულია დიდი ფულის დახარჯვა – მხარჯველებს შესაძლოა მალე ჯიბეში არაფერი დარჩეთ. უნდა ეცადო, შეიკავო ემოციები და არ დახარჯო ენერგია.
19 ოქტომბერს დაბადებულ ადამიანს შეუძლია, დაარწმუნოს ყველა თავისი შეხედულების სისწორეში.
თომა მოციქულის ხსენების დღეს არ შეიძლება ჩხუბი და კონფლიქტი. ჭორისა და სკანდალების მოყვარულებს ბედი ჯანმრთელობის პრობლემებით „დააჯილდოებს“. ამბობენ, რომ ჭამის დროს არ უნდა ილაპარაკო, რადგან ამან შეიძლება დიდი ზარალი მოუტანოს ოჯახს.
primetime.ge
კომენტარები