მსოფლიოეკონომიკა

უკრაინაში ომი არ უნდა დასრულდეს ამერიკის ეკონომიკის დომინანტობით და ევროკავშირის დასუსტებით – საფრანგეთის ფინანსთა მინისტრი

უკრაინაში კონფლიქტის შედეგი არ უნდა იყოს ამერიკის ეკონომიკის დომინანტობა და ევროკავშირის დასუსტება, – ამის შესახებ 10 ოქტომბერს საფრანგეთის ეკონონმიკის და ფინანსთა მინისტრმა ბრუნო ლე მერმა განაცხადა ეროვნულ ასამბლეაში 2023 წლის ბიუჯეტის განხილვისას.

„უკრაინაში კონფლიქტი არ უნდა დასრულდეს აშშ-ის ეკონომიკური დომინანტობით და ევროკავშირის დასუსტებით. ჩვენ არ შეგვიძლია შევეგუოთ, რომ ჩვენი ამერიკელი პარტნიორი თხევად ბუნებრივ გაზს იმ ფასზე 4-ჯერ ძვირად ყიდის, ვიდრე თავის მწარმოებლებს სთავაზობს“, – განაცხადა საფრანგეთის ფინანსთა მინისტრმა ბრუნო ლე მერმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას.

ფრანგი მინისტრის თქმით, მზარდი ფასებისგან მოქალაქეების დასაცავად საფრანგეთი 2021-2023 წლებში ჯამში 100 მილიარდ ევროს დახარჯავს. მან პრიორიტეტად გამოაცხადა საფრანგეთის ენერგორესურსებისა და სურსათის მზარდი ფასებისგან დაცვა.

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close