მოგზაურობაპოლიტიკა

ევროპის ქვეყნების ნაწილი ვიზების გასაცემად რუსების დოკუმენტებს არ იღებს

ევროკავშირის ქვეყნების ნაწილი ტურისტული ვიზების გასაცემად რუსებისგან დოკუმენტებს აღარ იღებს. ეს ქვეყნებია: ლატვია, ლიეტუვა, ესტონეთი, პოლონეთი, ჩეხეთი, სლოვაკეთი, დანია, ბელგია და ნიდერლანდები. ამის შესახებ ინფორმაციას რუსეთის ტუროპერატორთა ასოციაცია (АТОР) ავრცელებს.

ასოციაციის ინფორმაციითვე, ევროკავშირის რიტორიკის გამკაცრების მიუხედავად ზოგიერთი ქვეყანა აგრძელებს რუსებისთვის ვიზების გაცემას. დოკუმენტებს კვლავ იღებენ იტალია, ესპანეთი, საბერძნეთი, საფრანგეთი, უნგრეთი და კვიპროსი.

12 სექტემბრიდან რუსეთსა და ევროკავშირს შორის სავიზო რეჟიმის გამარტივების შეთანხმება შეჩერებულია. ეს ნიშნავს, რომ წევრი სახელმწიფოები რუსეთის მოქალაქეებისთვის მოკლევადიანად დარჩენისთვის საჭირო ტურისტულ სავიზო აპლიკაციებს გართულებული პროცედურით გასცემენ.

დოკუმენტების განხილვის დროსთან ერთად ვიზის საფასური 35-დან 80 ევრომდე გაიზრდება. АТОР ასევე წერს, რომ საკონსულოებში არსებული მაღალი მოთხოვნის გამო ევროპაში მოგზაურობის დაგეგმვისა და ვიზის აღების მინიმალური ვადა 1,5-2 თვე იქნება, თუმცა ის რუსეთის მოქალაქეებს ურჩევს, ევროპაში წასვლის სურვილის შემთხვევაში თადარიგი 3-4 თვით ადრე დაიჭირონ.

businessformula.ge

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close