მსოფლიოპოლიტიკა

„ახალი რკინის ლედი“? – ბრიტანეთის პრემირ-მინისტრი ლიზ ტრასი გახდა

ბრიტანეთის კონსერვატიული პარტიის ლიდერი და, შესაბამისად, ქვეყნის ახალი პრემიერ-მინისტრი ელიზაბეთ ტრასი გახდა –  47 წლის კონსერვატორი პოლიტიკოსი ქალი, რომელსაც სურს, რომ „ახალ რკინის ლედიდ“ მიაჩნდეთ და პირობას დებს, რომ გადასახადებს შეამცირებს და ქვეყანაში საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესების საკითხს მოაგვარებს.

იგი აპირებს, აგრეთვე, პოსტის დაკავებიდან ერთი კვირის განმავლობაში წარადგინოს სამოქმედო გეგმა ენერგომატარებლების მზარდი ფასების საკითხის მოსაგვარებლად.

ლიზ ტრასი გამოდის მოწოდებებით, პუტინი შეაჩერონ, ასე რომ, ჯონსონის წასვლის მიუხედავად ბრიტანეთი, როგორც ჩანს, უკრაინის დახმარებას ძველებურად გააგრძელებს.

ფორმალურად ლიზ ტრასი პრემიერის პოსტს დაიკავებს დედოფლის მიერ დანიშვნის შემდეგ, რაც ხვალ, სამშაბათსაა მოსალოდნელი.

იგი 6 სექტემბერს შოტლანდიაში გაემგზავრება, სადაც ელიზაბეთ მეორესთან აუდიენციას გამართავს. აუდიენციაზე დედოფალი პრემიერს ახალი მთავრობის ჩამოყალიბებას დაავალებს.

საგარეო საქმეთა მინისტრმა ელიზაბეთ ტრასმა მმართველი კონსერვატიული პარტიის ლიდერის არჩევნებში პარტიის წევრების 57,4%-ის მხარდაჭერა მიიღო, მისმა მოწინააღმდეგემ, ხაზინის ყოფილმა კანცლერმა რიში სუნაკმა კი, რომელიც ასევე იბრძოდა პარტიის ლიდერობისა და, შესაბამისად, პრემიერობისთვის – 42,6%.

ხმის მიცემა კონსერვატიულ პარტიაში რამდენიმე კვირის განმავლობაში მიმდინარეობდა.

ლიზ ტრასი მარგარეტ თეტჩერისა და ტერეზა მეის შემდეგ ბრიტანეთის ისტორიაში მესამე ქალია პრემიერ-მინისტრის პოსტზე.

ნინო ხოშტარია

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close