მოგზაურობამსოფლიო

„ლუფტჰანზამ“ ფრანკფურტისა და მიუნხენის აეროპორტებში 2 სექტემბერს ყველა ფრენა გააუქმა

Lufthansa- პილოტები ისევ უყენებენ კომპანიას ხელფასების და ბონუსების გაზრდისა და ანაზღაურების ინფლაციასთან მიბმის მოთხოვნას და პარასკევს, 2 სექტემბერს ერთდღიან გაფიცვას აწყობენ, რის გამოც ფრანკფურტში და მიუნხენში ყველა ფრენა გაუქმდა. ეს კიდევ ერთხელ გამოიწვევს ქაოსს მოგზაურებისათვის.

საერთო ჯამში, ფრანკფურტისა და მიუნხენის აეროპორტებში 800-მდე რეისი გაუქმდა, შედეგად დაახლოებით 130 000 მგზავრი დაზარალდება.

პილოტებმა ერთდღიანი გაფიცვა მას შემდეგ გამოაცხადეს, რაც მათი მოლაპარაკებები კომპანიასთან ხელფასების გაზრდის თაობაზე ჩაიშალა.

პილოტების პროფესიულმა გაერთიანებამ (Vereinigung Cockpit (VC) განმარტა, რომ პროფკავშირები მოითხოვენ 5 ათასი კაპიტნისა და პირველი პილოტისათვის უკვე მიმდინარე წელს ხელფასის 5,5%-ით გაზრდას და ანაზღაურების ავტომატურ მიბმას ინფლაციაზე.

„ლუფტჰანზაში“ კი აცხადებენ, რომ პროფკავშირების მოთხოვნების შესრულება მომდევნო 2 წლის განმავლობაში პილოტების ხელფასებს 40%-ზე მეტით გაზრდის, კონკრეტულად კი კაბინის 2.2-მილიარდიანი ხარჯი 900 მილიონი ევროთი გაიზრდება, რაც აბსოლუტურად მიუღებელია. კომპანიის ხელმძღვანელობის თქმით, პროფკავშირებს კარგი და სოციალურად დაბალანსებული პაკეტი შესთავაზა და მოუწოდა მათ, მოლაპარაკებების მაგიდას დაუბრუნდნენ.

რამდენიმე კვირის წინათ პილოტების პროფკავშირმა – ver.di-მ მოახდინა ფრანკფურტისა და მიუნხენის აეროპორტების პარალიზება გაფიცვით.

დღევანდელი გაფიცვა მნიშვნელოვან გავლენას იქონიებს Lufthansa-ს რეისებზე ფრანკფურტისა და მიუნხენის საკვანძო აეროპორტებში, აგრეთვე, გერმანიის სხვა აეროპორტების უმეტესობაში, დიუსელდორფის, კიოლნის, ჰამბურგისა და ბერლინის ჩათვლით, სადაც მოსალოდნელია, რომ რეისების უმეტესობა გაუქმდება.

„ლუფტჰანზას“ მგზავრებს“ შეუძლიათ ცადონ თავიანთი რეისების თავიდან დაჯავშნა ვებგვერდების ან მობილური დანართის –  ChatBot-ის მეშვეობით, ან ტელეფონით, თუმცა მოსალოდნელია, რომ სატელეფონო ხაზები გადატვირთული იქნება და დაკავშირება გაჭირდება.

გერმანიაში მოგზაურებს ამოსუნთქვის საშუალება არ მიეცათ, ვიღაც მუდმივად იფიცება ამა თუ იმ აეროპორტში, რაც პოსტპანდემიურ პერიოდში თანამშრომლების დეფიციტის გამო შექმნილ რთულ სიტუაციას კიდევ უფრო ართულებს.

ნინო ხოშტარია

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close