ფსიქოლოგიარჩევები

როგორ გავუძლიეროთ ბავშვებს ფსიქოლოგიური იმუნიტეტი – ფსიქოლოგის რჩევა (ვიდეო)

თანამედროვე მშობლებისთვის ერთ-ერთ მთავარ პრობლემას ბავშვების გამუდმებული უკმაყოფილება წარმოადგენს. რაც არ უნდა გააკეთონ უფროსებმა მათთვის, ისინი ბედნიერები მაინც არ არიან.

როგორც ფსიქოლოგები ამბობენ, ბავშვისთვის მადლიერების გრძნობის გაჩენა თუ გსურთ, მისი მოთხოვნები და სურვილები ყოველწამიერად არ უნდა შეასრულოთ. თქვენი შვილის „მინდა“ ხშირად არ უნდა დაკმაყოფილდეს. თუ ბავშვის ახირებებს იშვიათად დააკმაყოფილებთ, მას არ ექნება მოლოდინი, რომ მისი მოთხოვნები შესრულდება. ასეთ შემთხვევაში ის ძალიან მადლიერი იქნება, როდესაც დაინახავს, რომ მას მოულოდნელი საჩუქარი გაუკეთეთ და მადლობასაც კი გეტყვით.

ფსიქოლოგმა ​მარინა კაჭარავმა მადლიერების მნიშვნელობაზე გადაცემაში „იმედის დღე“ ისაუბრა. მისი თქმით, ქართველი მშობლები ხშირად შვილებისთვის იმაზე მეტს აკეთებენ, ვიდრე შეუძლიათ, რაც ბავშვებს რეალობაზე არასწორ წარმოდგენას უქმნის. კიდევ ერთი შეცდომა, რომელზეც ფსიქოლოგი მიუთითებს მშობლებს, არის ის, რომ ბავშვებს ვარიდებთ ცხოვრებისეულ პრობლემებს და ამით მათ ფსიქოლოგიურ იმუნიტეტს ვუსუსტებთ – ბავშვები ვეღარ უმკლავდებიან სტრესს და ისტერიულები ხდებიან.

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close