მსოფლიოსაზოგადოება

ევროპაში ტყის ხანძრებს ებრძვიან, ყველაზე რთული სიტუაცია ესპანეთშია

ევროპაში დიდი სიცხხები გამო ტყის ხანძრები ისევ მძვინვარებს. ცეცხლს ებრძვიან ესპანეთში, საფრანგეთში, საბერძნეთსა და პორტუგალიაში. ამის შესახებ გერმანული „დოჩე ველე“ წერს.

ამ ქვეყნებიდან ყველაზე რთული ვითარება ესპანეთშია. სარაგოსის სიახლოვეს მდებარე დასახლებებიდან 1500-მდე ადამიანია ევაკუირებული.

ხანძრის ჩაქრობას სამი თვითმფრინავი და ასობით მეხანძრე ცდილობს, თუმცა სიცხესთან ერთად სიტუაციას ძლიერი ქარიც ართულებს.

წლევანდელი ხანძრები ესპანეთში ყველაზე გამანადგურებელია 2006 წლის ანტირეკორდის შემდეგ.

„ევროპის ტყის ხანძრების საინფორმაციო სისტემის“ წარმომადგენელთა ინფორმაციით, მიმდინარე წელს ესპანეთი ევროპის ქვეყნებს შორის ამ დროისთვის ხანძრებისგან ყველაზე მეტადაა დაზარალებული.

სინოპტიკოსის პროგნოზით, მიმდინარე კვირაში ჰაერის მაღალ ტემპერატურა კვლავ შენარჩუნდება.

ტყის ხანძრებს ებრძვიან საფრანგეთში, საბერძნეთსა და პორტუგალიაში, სადაც მოსახლეობა ასევე გამოიყვანეს ზოგიერთი დასახლებიდან, სადაც ხანძრის ფართო გავრცელების საფრთხე შეიქმნა, თუმცა ამ ქვეყნებში მეხანძრეები ცეცხლს უკვე აკონტროლებენ. საფრანგეთში მეხანძრეებს საქმე წვიმამ გაუადვილა.

საბედნიეროდ, ადამიანთა მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა.

ხანძრები ზაფხულის ძლიერ სიცხეს უკავშირდება, რამაც ბევრ ქვეყანაში მდინარეებიც კი დააშრო მაგალითად, ფრანგული მედიის ინფორმაციით, მაისის შემდეგ ქვეყანაში მაღალი ტემპერატურის გამო საფრანგეთის ყველაზე გრძელი მდინარის წყლის დონე აგვისტოს დასაწყისისთვის ისე შემცირდა, რომ ბევრ ადგილას ერთი ნაპირიდან მეორეზე გადასვლა ფეხითაა შესაძლებელი. დიდ ბრიტანეთში კი ტემზის სათავე დაშრა – იქ, სადაც ტემზე იღებდა სათავეს, ახლა ხრიოკი მიწაა, მდინარის სათავემ კი 5 მილით ქვემოთ ჩამოინაცვლა.

ნინო ხოშტარია

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close