დაანონსდა თუ არა იტალიაში ახალი პერმესო? – პროფესიონალის განმარტება
„აგვისტოში როდესაც ყველაფერი დაკეტილია, რომელმა პარლამენტმა დაუანონსა პირადად ვაი საქმოსნებს საემიგრაციო საკითხებში ახალი პერმესო?“ – კითხულობს იტალიის პროფკავშირების, საემიგრაციო საზოგადოება „ანოლფის” (Anolf) ქართველი ოპერატორი ფიქრია კუჭუხიძე და ამ დღეებში ფეისბუქზე ატეხილ აჟიოტაჟს პასუხობს.
„როგორც საემიგრაციოს წარმომადგენელი, ვალდებული ვარ, ამ დღეებში ფეისბუქზე ატეხილ აჟიოტაჟს ვუპასუხო.
ამ დროს, აგვისტოს თვეში, როდესაც ყველაფერი დაკეტილია, რომელმა პარლამენტმა დაუანონსა პირადად ვაი საქმოსნებს საემიგრაციო საკითხებში ახალი პერმესო?
აბსურდია ყველა ნათქვამი, რაც ითქვა! ნუ იჭრება ნურავინ კომპეტენციების გარეშე ისეთ საქმეში, რომელიც მას არ ეხება და არალეგალურად აწარმოებენ საქმეს პერმესო დი სიოჯორნოზე (permesso di soggiorno – ბინადრობის უფლება იტალიაში – რედ.), კონტროლი დაწყებულია და წავა ზუსტად ამ საკითხზე და არ მოგეცემათ არავის საშუალება, იმოქმედოთ ამ საკითხზე ისე, რომ ათასები აი ზუსტად თქვენნაირებმა წაართვათ ახალჩამოსულებს! დააწვენთ 5 ქალს სახლში და საბუთის საქმოსნები ხართ? ნურას უკაცრავად… მაშინ, როდესაც მე ერთი ცდომილება არ მეპატიება და მზადაა ეს მასა, ჩაგქოლოს, რომ საქმე გაგიფუჭოს, მაშინ მე აგერ გეუბნებით, რომ ეს დღეებია იწერება აბსურდი რამ, რეკავს ხალხი და აგონიაში რას მოასწრებს სექტემბრისთვის.
თუ რამ სიახლე იქნა, დაჯდება აქ კომპეტენტური ხალხი და ისაუბრებს. არადა ყველა აფერისტი, ვინც ამ სიტუაციით ახლა სარგებლობს, აქ დაიწერებით და ვერ შეძლებთ ამ სიყალბის განხორციელებას! მორჩა და დამთავრდა. რადგან საბოლოოდ წერტილი უნდა დაესვას საბუთების აფიორებს იტალიაში!“ – წერს ფიქრია კუჭუხიძე.
საქმის ვითარებაში გარკვევის შემდეგ ფიქრია კუჭუხიძე წერს, რომ აჟიოტაჟი საიმიგრაციო კანონების და ენის არცოდნის გამოა ატეხილი, რომ საბუთი, რომელმაც ემიგრაცია ააფორიაქა, გამოსულია სასოფლო-სამეურნეო სფეროს მუშაკებზე, რომელიც ყოველ წელს გამოდის და იხურება 2 თვის ვადაში, მაგრამ კოვიდრეგულაციების გამო გამოვიდა გაზაფხულზე, გადაგზავნის დრო გახანგრძლივდა და იხურება 30 სექტემბერს.
„მოკლედ! ემიგრანტებო ! არანაირი საბუთი არ გამოდის, გამოსულია მიწათმოქმედებზე, რომელიც გამოდის ყოველ წელს და იხურება 2 თვის ვადაში, მაგრამ კოვიდრეგულაციების გამო გამოვიდა გაზაფხულზე და გადაგზავნის დრო გახანგრძლივდა და იხურება 30 სექტემბერს და ვიღაც შევიდა დიდ შეცდომაში იტალიურის ცოდნის გამო არა… საემიგრაციო კანონების არცოდნის გამო! ამიტომ ვიტყვი, რომ პური მეპურემ აცხოს, იმოგზაუროს ყველამ, იცეკვოს, იმღეროს და ილაპარაკოს, მაგრამ პროფესიონალის დონეზე, არაა ევროპაში მოყვარულების დრო!..
ან ხალხნო! ყბის ძვლის ამოვარდნამდე გვალაპარაკებთ, რომ დარეკავთ და სიმართლე რომ დაგაჯეროთ ადამიანმა, მიცვალებულების 10 დინასტია უნდა დაგიფიცოთ, სხვანაირად არ ჭრის და ამიხსენით, ასე უცებ როგორ ყველა ერთად იჯერებთ ზღაპრებს! ბავშვობაში მოსმენა დაგვაკლდა თუ მოყოლა?.. ასე უბრალოდ არ შეიძლება!“ – წერს ფიქრია კუჭუხიძე განახლებულ პოსტში.
კომენტარები