მსოფლიორას არ გაიგებ/ფაქტები

იტალიელმა მეცნიერმა ადამიანისა და რვაფეხას თავის ტვინს შორის უცნაური მსგავსება აღმოაჩინა

მეცნიერებმა უკვე დაადგინეს, რომ რვაფეხები უფრო ჭკვიანები არიან, ვიდრე საშუალოდ ბევრი ხერხემლიანი, ახალი აღმოჩენა კი მიუთითებს ერთ-ერთ მიზეზზე, თუ რატომ არის ასე: ეს მიზეზია სპეციფიკური მოლეკულური ანალოგია ადამიანის თავის ტვინთან.

როგორც ადამიანის, ისე რვაფეხას გენომი შეიცავს დიდი ოდენობით „მოხტუნავე გენებს“, იგივე ტრანსპოზონებს, რომლებსაც საკუთარი თავის დუბლირება ან გენომში მოძრაობა შეუძლიათ.

ტრანსპოზონები აღმოაჩინეს რვაფეხას თავის ტვინის იმ ნაწილში, რომელიც კოგნიტურ შესაძლებლობებს მართავს (კოგნიტური უნარებია: აღქმა, ყურადღება, მეხსიერება, სწავლა, გადაწყვეტილებების მიღება და ენობრივი შესაძლებლობები. რედ.). იმავე წერტილში გვხვდება ისინი ადამიანის თავის ტვინშიც.

„სკამიდან წამოვხტი, როდესაც მიკროსკოპში დავინახე ამ ელემენტის აქტივობის ძალიან ძლიერი სიგნალი ვერტიკალურ ნაწილში, თავის ტვინის იმ სტრუქტურაში, რომელიც რვაფეხებში სწავლისა და კოგნიტურ შესაძლებლობებზეა პასუხისმგებელი, ზუსტად ისე, როგორც ადამიანებში ჰიპოკამპუსში“, – აცხადებს იტალიის ანტონ დორნის ზოოლოგიური ინსტიტუტის ბიოლოგი ჯოვანა პონტე.

მას შემდეგ, რაც ეს მოხტუნავე გენები რვაფეხას ორი სხვადასხვა სახეობის თავის ტვინში ერთსა და იმავე ადგილას იპოვეს – ჩვეულებრივ რვაფეხაში (Octopus vulgaris) და კალიფორნიულ რვაფეხაში (Octopus bimaculoides), მკვლევრები ფიქრობენ, რომ შესაძლოა ზღვის ამ არსებათა მიერ გამოვლენილი მაღალი ინტელექტის საკვანძო მიზეზს მიაგნეს.

(შემოკლებული ვერსია)

წაიკითხეთ სრულად აქ  

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close