მსოფლიო

გერმანიას 1,7 მლნ ვაკანსია აქვს – კადრების დეფიციტის აღმოსაფხვრელად მიგრანტებისთვის რეგულაციების შემსუბუქებას განიხილავენ

გერმანია კვალიფიციური მუშახელის დაქირავების მიზნით მიგრანტებისთვის სამუშაოს დაწყების რეგულაციების გამარტივებას განიხილავს, ვინაიდან ქვეყანაში სამუშაო ძალის დეფიციტია. როგორც Schengenvisa News-ი წერს, გერმანიას მილიონზე მეტი ადამიანი ესაჭიროება სხვადასხვა სექტორში დასასაქმებლად, რადგანაც ქვეყანაში 1,7 მილიონი ვაკანსიაა. თანამშრომლების ყველაზე მეტი რაოდენობა ავიაინდუსტრიაშია საჭირო, რადგან ბოლო დროს ქვეყნის აეროპორტებში ქაოსია.

გერმანიის შინაგან საქმეთა მინისტრმა ნენსი ფეზერმა განაცხადა, რომ გერმანიაში მუშახელის დეფიციტი განსაკუთრებით COVID-19-ის პანდემიის გამო გამწვავდა. მისივე თქმით, სექტორიდან ყველაზე მეტად სტუმარმასპინძლობის სექტორი დაზარალდა.

მინისტრმა ასევე განაცხადა, რომ შრომის ფედერალურ მინისტრთან მუშაობს, რათა სხვა ქვეყნიდან სამუშაო ძალის შემოყვანის მიმართულებით ცვლილებები დაიწყოს და დასძინა, რომ საიმიგრაციო კანონმდებლობა მოდერნიზებას საჭიროებს.

აღსანიშნავია, რომ SchengenVIsaInfo.com-ის ინფორმაციით, გერმანიაში მცხოვრები ყოველი მეოთხე ადამიანიდან ერთი მიგრანტია. სტატისტიკის ფედერალური სამსახურის, Destatis-ის მიერ ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ 2021 წლის ბოლოსთვის გერმანიაში მცხოვრები დაახლოებით 22,3 მილიონი ადამიანი მიგრანტი იყო. ეს რიცხვი იმას ნიშნავს, რომ გერმანიის მთელი ზრდასრული მოსახლეობის დაახლოებით 27% მიგრანტია.

bm.ge

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close