ვიდეომსოფლიოსაზოგადოება

წმინდა წყალმა უმტყუნა – რუსეთის პატრიარქი კირილი ღვთისმსახურების დროს დაეცა (ვიდეო)

მოსკოვისა და სრულიად რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მეთაური, პატრიარქი კირილი ღვთისმსახურების დროს დაეცა  ნოვოროსიისკში ტაძრის კურთხევის რიტუალის შესრულებისას. როდესაც ამბიონიდან ჩადიოდა, მას სველ მარმარილოს იატაკზე ფეხი აუცურდა, წონასწორობა ვეღარ დაიცვა და ზურგზე დაენარცხა. ამის შესახებ РИА Новости წერს.

მას მაშინვე დაეხმარნენ წამოდგომაში, რის შემდეგაც კირილმა განაცხადა, რომ არ დაშავებულა. ღვთისმსახურება გაგრძელდა.

„პატრიარქმა ამბიონის კიდეზე ზურგი დაიზიანა. ლიტურგია გაგრძელდა“, – წერს პროტოდიაკონი ანდრეი კურაევი.

პატრიარქმა კირილმა თქვა, რომ ეს ინციდენტი „არაფერს ნიშნავს“.

„ის, რომ დღეს დავეცი, არაფერს ნიშნავს. უბრალოდ, მშვენიერი იატაკია, მასში სარკესავით შეგიძლია ჩაიხედო, ისეთი მბზინავი და გლუვია, მაგრამ როდესაც მასზე წყალი ესხმება, თუნდაც ეს წმინდა წყალი იყოს, ფიზიკის კანონები მოქმედებს“, – განაცხადა რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მეთაურმა.

როგორც ცნობილია, პატრიარქი კირილი პუტინის პოლიტიკის აქტიური მხარდამჭერია. აღსანიშნავია, რომ დიდმა ბრიტანეთმა რამდენიმე დღის წინ იგი სანქცირებულ პირთა სიაში შეიყვანა იმის გამო, რომ მხარს უჭერს „რუსეთის სამხედრო აგრესიას უკრაინაში“.

ნუცა ყაველაშვილი

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close