კრიმინალისაბერძნეთი

ბერმა 45 წლის მამაკაცი ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრა – რა მოხდა ბერძნულ მონასტერში

სასულიერო პირმა, იღუმენმა 45 წლის მამაკაცს ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლა და დაჭრა. დაპირისპირება გადასახდელი თანხის გამო მოხდა. ამის შესახებ ინფორმაციას უცხოური მედია აქვეყნებს. 

„45 წლის მამაკაცი მონასტერში დროებით საცხოვრებლად რამდენიმე დღით იყო წასული და ამ ხნის განმავლობაში ბერებს სამუშაოებში ეხმარებოდა. რამდენიმე დღის შემდეგ მან წასვლა გადაწყვიტა და გაწეული სამუშაოსთვის თანხის გადახდა სთხოვა.

თუმცა, წინამძღვარმა უარი უთხრა, იმ მოტივით, რომ მონასტერში არ არის თანხა მათთვის, ვინც სამონასტრო საქმეებში ეხმარება, გადაუხადონ.

მონასტერში სტუმრად მყოფმა მამაკაცმა მონასტერი დატოვა და რამდენიმე დღეში ორ სხვა მამაკაცთან ერთად კვლავ გამოჩნდა.

იღუმენსა და ამ კაცებს შორის კამათი დაიწყო, რასაც სროლა მოჰყვა, სასულიერო პირმა 45 წლის მამაკაცი მარჯვენა ხელის არეში დაჭრა. ინციდენტი იღუმენის დაკავებით დასრულდა, რომელიც პროკურატურაში გადაიყვანეს.

მას სასჯელი იარაღის უკანონო ტარებისა და გამოყენებისთვის, ზიანის მიყენებისთვის ემუქრება. თავად სასულიერო პირმა სარჩელი თავისი მსხვერპლის წინააღმდეგ შეიტანა, რომელიც გავრცელებული ინფორმაციით, ასევე დაკავებულია“, – წერს გამოცემა.

primetime.ge

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close