მოგზაურობამსოფლიო

გერმანიის აეროპორტებს სასწრაფოდ სჭირდება 2000-მდე თანამშრომელი

გერმანიის აეროპორტებში რთული სიტუაციაა თანამშრომლების უკმარისობის გამო. ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში ფრანკფურტისა და მიუნხენის აეროპორტებში მგზავრები გრძელ რიგებში დგანან როგორც შემოწმების დროს, ისე საკონტროლო-გამშვებ პუნქტებზე. ამის შესახებ „ავიანიუსი“ წერს Ukr Today-ზე დაყრდნობით.

ანალოგიური სურათია გერმანიის სხვა აეროპორტებშიც და თუ არაფერი გაკეთდა, სიტუაცია მხოლოდ გაუარესდება.

ევროპაში მთელი საავიაციო ინდუსტრია ინტენსიურ ზეწოლას განიცდის, რის მიზეზიც საჰაერო მოგზაურობებზე მოთხოვნის მოულოდნელად სწრაფი აღდგენაა. ავიაკომპანიებს და მთავრობებს „მომენტი გამოეპარათ“ – მას შემდეგ, რაც ინდუსტრიამ პანდემიის დროს პერსონალი შეამცირა, ახლა სასწრაფოდ ცდილობს თანამშრომლების დაბრუნებას.

უპირველეს ყოვლისა, საჭიროა მგზავრების შემოწმების ოფიცრები და სახმელეთო მომსახურების აგენტები. გამოცემის ცნობით, გერმანიის შრომის სამინისტროს მიერ დამტკიცების შემთხვევაში, გერმანიის საავიაციო ინდუსტრიას შესაძლებლობა ექნება, აეროპორტებში სამუშაოდ დროებითი პერსონალი თურქეთიდან მოიზიდოს – 2000-მდე თანამშრომელი მუშაობის სათანადო გამოცდილებით.

მსგავსი პრობლემები შეექმნათ აეროპორტებს ნიდერლანდებში, დანიაში, შვედეთსა და დიდ ბრიტანეთში.

სააგენტოს ცნობით, ბრიტანულმა ავიაკომპანიებმა ქვეყნის ტრანსპორტის მინისტრს სთხოვეს, დროებით შემსუბუქდეს იმიგრაციის წესები Brexit-ის შემდეგ, რათა ევროპაში კვალიფიციური მუშაკები მოიზიდონ. აღსანიშნავია, რომ მთავრობამ ეს წინადადება უკვე უარყო და არსებული პრობლემები დარგის ლიდერების არასწორ გეგმებს დააბრალა.

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close