ხელოვნებაარტისტი

ვინ არის ქართველი მუსიკოსი, რომლის ნამუშევარიც კოსმოსში გაიგზავნება (ვიდეო)

კოსმოსში ქართველი მუსიკოსის – ანდრო გოგიბედაშვილის ნამუშევარს 4 ოქტომბერს ინგლისიდან გაგზავნიან. როგორც ის „რუსთავი 2“-ის გადაცემაში „დილა მშვიდობისა საქართველო“ ამბობს, პლანეტა მზის სისტემის გარეთაა და სიგნალი იქ 2146 წელს ჩავა.

„ფესტივალის ორგანიზატორები დამიკავშირდნენ და აინტერესებდათ, თუ მივცემდი უფლებას, რომ ჩემი ტრეკი კოსმოსში გასაგზავნად გამოეყენებინათ. რა თქმა უნდა, დავთანხმდი. სულ 30 ნამუშევარი იქნება შესული. თითო ტრეკიდან 15 წამი… 4 ოქტომბერს რადიოსიგნალები ინგლისიდან გაიგზავნება. პლანეტა მზის სისტემის გარეთაა. სიგნალი იმ პლანეტაზე 2146 წლის 11 ოქტომბერს ჩავა. აქ ხომ კარგი ხნის გარდაცვლილი ვიქნები და ვამბობ, რომ იმ პლანეტაზე გავჩნდები, იქ დავხვდები და მივიღებ მაგ სიგნალს“, – ამბობს ანდრო გოგიბედაშვილი.

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close