იტალიასაზოგადოება

იტალიაში აფრიკული ანტიციკლონი 41-გრადუსიან სიცხეს მოიტანს

უკიდურესად ცხელი ზაფხული ერთი თვით ადრე იწყება?

ანტიციკლონი სციპიონ აფრიკელი, რომელიც III-II საუკუნეების რომაელი მხედართმთავრის და პოლიტიკური მოღვაწის, მეორე პუნიკური ომის გმირის, პუბლიუს კორნელიუს სციპიონ აფრიკელის სახელს ატარებს, იტალიაში 2 ივნისიდან გავრცელდება და ქვეყანაში ძლიერი სიცხე დაიჭერს.

მაისის ბოლოს დაფიქსირებული 36°C-ის მსგავსად, ციკლონი გაიმეორებს გზას ტუნისიდან იტალიამდე და ამჯერად თერმომეტრის სვეტი 40/41°C-მდე აიწევს სამხრეთში, კერძოდ, სარდინიაზე, სიცილიასა და აპულიაში, გამორიცხული არ არის – ცენტრშიც, რაც ამ პერიოდისთვის რეკორდული მაჩვენებელია. ჩრდილოეთში – ალპებში კი მოსალოდნელია ჭექა-ქუხილი და წვიმა.

www.iLMeteo.it-ის მეტეოროლოგი ლორენცო ტედიჩი ადასტურებს, რომ აფრიკული ანტიციკლონი ძლიერი იქნება, მაგრამ ხანმოკლე – შემაწუხებელი სიცხე კვირამდე გაგრძელდება: ორშაბათს ანტიციკლონმა ოდნავ უნდა დაიხიოს თავისი წარმოშობის ადგილებისკენ.

მიუხედავად ამისა, iLMeteo-ს გუნდის ინფორმაციით, განსაკუთრებული სიცხე მომდევნო 5 დღის განმავლობაში, რაც სითბური ტალღის კლასიკურ ხანგრძლივობას წარმოადგენს, საკმარისია იმისათვის, რომ ადამიანების ჯანმრთელობა და კეთილდღეობა საფრთხის ქვეშ დადგეს. მათი თქმით, უნდა გვახსოვდეს, რომ პირველი სიცხის ტალღები, რომლებიც, სულ მცირე, 4-5 დღის განმავლობაში გრძელდება, საზიანოა, რადგან სხეულს აკლიმატიზაცია არ აქვს გავლილი და ასეთ ცვალებად პერიოდში ადამიანები ჯერ კიდევ არ არიან შეჩვეულები სიცხეს, ამიტომ საჭიროა სიფრთხილე, განსაკუთრებით – ჯანმრთელობის პრობლემის მქონე ადამიანებისთვის.

ნინო ხოშტარია

ნახეთ პროგნოზი www.iLMeteo.it-ზე.

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close