პოლიტიკასაზოგადოება

ომის გამო უკრაინიდან ევროპის ქვეყნებში წასული ადამიანები სამშობლოში მასობრივად ბრუნდებიან – უკრაინის შს მინისტრის მრჩეველი

ომის გამო უკრაინიდან ევროპის ქვეყნებში წასული ადამიანები სამშობლოში მასობრივად ბრუნდებიან. ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში დევნილების 60 პროცენტი დაბრუნდა. ინფორმაციას უკრაინული მედია ქვეყნის შინაგან საქმეთა მინისტრის მრჩეველზე, ვიქტორ ანდრუსივზე დაყრდნობით ავრცელებს.

მისი თქმით, უკრაინაში რუსეთის ფართომასშტაბიანი შეჭრის შემდეგ ქვეყანა 7,6-მა მილიონმა ადამიანმა დატოვა.

„რისკების მიუხედავად ვაკვირდებით, რომ უკრაინელები მასობრივად ბრუნდებიან სამშობლოში. ასეთი უკვე 4,8 მილიონი ადამიანია. ქვეყნიდან გასული ადამიანების თითქმის 60% უკან დაბრუნდა“, – განაცხადა მინისტრის მრჩეველმა.

ანდრუსივის ვარაუდით, ქვეყანაში დაბრუნებულ უკრაინელთა რაოდენობა ისევ გაიზრდება.

„საზღვარგარეთ ცხოვრების პირობები იშვიათად არის კარგი. უმეტეს შემთხვევებში ამ ადამიანებს უხდებათ სახლების ქირაობა, რაც ძვირია ან სპორტდარბაზებში ცხოვრება. რთულია კვალიფიციური სამსახურის პოვნა, ამისთვის საჭიროა ენის კარგად ცოდნა. ამიტომ არ არის საჭირო შიში, რომ უკრაინელები არ დაბრუნდებიან სამშობლოში“, – განაცხადა მინისტრის მრჩეველმა.

1tv.ge

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close