მიგრაცია

ქართველი კაცი, რომელიც გერმანიაში მყოფ ცოლს მუქარის შეტყობინებებს უგზავნიდა, ქვეყანაში არ შეუშვეს

41 წლის მამაკაცს, რომელიც გერმანიაში გაქცეულ ცოლს სოციალურ ქსელში სიკვდილით დაემუქრა, ქვეყანაში შესვლა აუკრძალეს.

ფედერალურმა პოლიციამ კაცს შტუტგარტის აეროპორტში შემოწმებისას  განუცხადა, რომ ქვეყანაში ვერ შევიდოდა. შესვლის აკრძალვის მიზეზი კი სერიოზული საფრთხე იყო, რომელსაც ის ქვეყნის საზოგადოებრივ უსაფრთხოებასა და წესრიგს უქმნიდა.

ცნობილი გახდა, რომ  წყვილი სამი წლის ქალიშვილთან ერთად უკრაინაში ცხოვრობდა. ომის დაწყებიდან მალევე უკრაინელი ქალი გოგონასთან ერთად გერმანიაში გაიქცა, მამაკაცი კი სამშობლოში, საქართველოში დაბრუნდა.

აგრესია და მუქარები მას შემდეგ დაიწყო, რაც მამაკაცმა აღმოაჩინა ფოტოები, რომელიც ცოლს სხვა მამაკაცთან ერთად ჰქონდა გადაღებული.

მამაკაცი ამბობდა, რომ ქალს გერმანიაში იპოვიდა, შემდეგ კი დასჯიდა ან მოკლავდა. ამის შესახებ ქალმა შტატის პოლიციას შეატყობინა, რომელმაც ფედერალურ პოლიციასაც აცნობა.

primetime.ge

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close