საქართველოში დანიის საელჩო გაიხსნება
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი, ევროპის საბჭოს მინისტერიალის ფარგლებში, 20 მაისს იტალიის ქალაქ ტურინში დანიის სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრს იეპე კოფოდს შეხვდა. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე დანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ დანიის სამეფომ საქართველოში საელჩოს გახსნის გადაწყვეტილება მიიღო.
ამის შესახებ იეპე კოფოდმა ტვიტერზეც დაწერა.
Denmark will open an embassy in Georgia! 🇩🇰🇬🇪
Great to meet 🇬🇪 colleague FM @iliadarch in Turin today and deliver the news personally
The fight for stability and democracy in eastern front states more important than ever
You can count on our support 🤝#dkpol #Georgia pic.twitter.com/BwnPUZd7hn
— Jeppe Kofod (@JeppeKofod) May 20, 2022
საგარეო უწყების ცნობით, შეხვედრაზე მინისტრებმა დადებითი შეფასება მისცეს დანიასა და საქართველოს შორის ორმხრივ თანამშრომლობას, რაც ბოლო წლებში განსაკუთრებით გააქტიურდა.
„ამ მხრივ ხაზი გაესვა ურთიერთვიზიტების გაცვლის მნიშვნელობას და კიდევ ერთხელ აღინიშნა მიმდინარე წლის მარტში საქართველოში დანიის საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტი. ხაზი გაესვა საქართველოს და ზოგადად, ევროკავშირის აღმოსავლეთ სამეზობლოს მიმართ დანიის მხრიდან გამოჩენილ მზარდ ინტერესს და მხარდაჭერას, რაც სათანადოდ არის ასახული დანიის საგარეო პოლიტიკის სტრატეგიულ დოკუმენტებში. მინისტრები შეთანხმდნენ აქტიურ კავშირებზე ორმხრივი ურთიერთობების შემდგომი განვითარებისთვის“, – აღნიშნულია სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ნუცა ყაველაშვილი
კომენტარები