კრიმინალისაქართველო

მშობლების მკვლელობაში ბრალდებულს პატიმრობა მიესაჯა, მან დანაშაული აღიარა

მშობლების მკვლელობაში ბრალდებულმა გიორგი ბეროზაშვილმა დღეს, 30 აპრილს დანაშაული სრულად აღიარა სასამართლო პროცესზე, სადაც მის მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე მსჯელობდნენ.

პროკურატურა დაკავებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენებას ითხოვდა. შუამდგომლობას დაცვის მხარეც დაეთანხმა და თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ ჯემალ კოპალიანმა ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა

პროკურორ გრიგოლ ბიბილაშვილის განცხადებით, ბრალდებულს მშობლებთან კონფლიქტი 2019 წლიდან ჰქონდა. პროკურატურის ვერსიით, გიორგი ბეროზაშვილმა მამის კუთვნილი 21 000 დოლარი მიითვისა, რომლის ნაწილიც ტოტალიზატორში დახარჯა. მშობლები ფულის დაბრუნებას ითხოვდნენ, რასაც მათ შორის უთანხმოება მოჰყვა.

პროკურატურა ამტკიცებს, რომ 30 წლის გიორგი ბეროზაშვილმა მძინარე მშობლები ჯერ მოკლა, შემდეგ კი კვალის დაფარვის მიზნით სახლს ცეცხლი წაუკიდა და მიიმალა.

როგორც გიორგი ბეროზაშვილის ადვოკატი სალომე ჯანუაშვილი ამბობს, ბრალდებულის თქმით, დედა მან მამის მოკვლის შემდეგ გამოწვეულ მძიმე ემოციურ ფონზე მოკლა.

წყარო: radiotavisufleba.ge

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close