იტალიასაზოგადოება

იტალიის სასამართლომ ბავშვისთვის მამის გვარის ავტომატურად მინიჭება გააუქმა

იტალიის საკონსტიტუციო სასამართლომ 27 აპრილს ბავშვისთვის მამის გვარის ავტომატურად მინიჭების წესი გააუქმა. ამის შესახებ იტალიური მედია იუწყება

საკონსტიტუციო სასამართლომ აქამდე არსებული ნორმა ქვეყნის კონსტიტუციისა და ადამიანის უფლებების ევროპული კონვენციის რეგულაციებთან შეუსაბამოდ მიიჩნია.

დღემდე არსებული წესი, რომ ბავშვს მამის გვარი ავტომატურად ეძლეოდა, მოსამართლეებმა დისკრიმინაციულად და ბავშვის პიროვნებისთვის საზიანოდ ცნეს და დაადგინეს, რომ მშობლებს ამ საკითხთან დაკავშირებით თანაბარი უფლებები უნდა ჰქონდეთ.

საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ მიღებული ახალი წესი ასეთია:

ბავშვი მიიღებს ორივე მშობლის გვარს, თუ ისინი ერთობლივი შეთანხმებით არ გადაწყვეტენ მისთვის ერთ-ერთი მშობლის გვარის მინიჭებას. მშობლების გვარი ბავშვს მიეცემა მათ მიერ დადგენილი რიგითობით (ჯერ მამის და შემდეგ დედის, ან პირიქით), თუ მშობლები არ გადაწყვეტენ, რომ ბავშვს ერთ-ერთი მათგანის გვარი ჰქონდეს.

იმ შემთხვევაში, თუ მშობლები ბავშვისთვის გვარის მიცემის საკითხზე ერთმანეთში ვერ შეთანხმდებიან, საქმეში სასამართლო ჩაერთვება.

ეს ეხება როგორც სამოქალაქო ქორწინების შედეგად, ისე ქორწინების გარეშე დაბადებულ, აგრეთვე, ნაშვილებ ბავშვებს.

ნინო ხოშტარია

კომენტარები

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close