ესპანეთში სამმა რუსმა სასტიკად სცემა უკრაინელი ბარმენი სიტყვებისთვის „დიდება უკრაინას“. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო „უიანი“ ავრცელებს ესპანურ გამოცემა La Vanguardia-ზე დაყრდნობით.
შემთხვევა ქალაქ ალიკანტეს ბარში მოხდა. სამი მთვრალი კაცი დაწესებულებაში მაშინ მივიდა, როცა ბარი უკვე იხურებოდა.
ბარმენმა რუსლან პოვალიიმ მათ უთხრა, რომ ბარი იკეტებოდა და შენობის დატოვება სთხოვა. რუსებმა მის აქცენტს ყურადღება მიაქციეს და ჰკითხეს, საიდან იყო.
„ვუპასუხე, რომ უკრაინიდან ვიყავი და დავამატე: დიდება უკრაინას“, – უამბო მამაკაცმა ჟურნალისტებს.
ამის შემდეგ რუსებმა მამაკაცის სასტიკი ცემა ბარის მფლობელის თვალწინ დაიწყეს. თავიდან დიასახლისი და კიდევ ორი ქალი ცდილობენ სიტუაციის განმუხტვას, მაგრამ უშედეგოდ.
მანამ, სანამ დაწესებულებას დატოვებდნენ, ერთ-ერთმა რუსმა თავდამსხმელმა უკრაინელ ბარმენს ძლიერად ჩაარტყა ფეხი, როდესაც ეს უკანასკნელი ნახევრად უგონოდ მდგომარეობაში იატაკზე იწვა.
ბარმენმა მომხდართან დაკავშირებით სამოქალაქო გვარდიას შეატყობინა, მიმდინარეობს გამოძიება. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, დაზარალებულ მამაკაცს დაზიანებები აღენიშნება, მათ შორის, გატეხილი აქვს ცხვირი.
ვრცელდება ინფორმაცია, რომ რუსი აგრესორებიდან ორი – კრიმინალური წარსულის მქონე ძმები არიან.
ნინო ხოშტარია
კომენტარები