ჰოროსკოპი

ჰოროსკოპი: კვირის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის, 27 აპრილი – 3 მაისი

გაზაფხულის ბოლო თვეში გადასვლა მნიშვნელოვანი იქნება ზოდიაქოს ბევრი ნიშნისთვის. პლანეტარული გავლენა მიგანიშნებთ, რომ ძველი საქმეები დაასრულოთ, ფინანსები მოაწესრიგოთ, საყვარელი ადამიანების მიმართ უფრო ყურადღებიანი იყოთ და დასკვნების გამოტანა და გადაწყვეტილებების მიღება არ იჩქაროთ.

ასტროლოგები აღნიშნავენ, რომ მომავალ 7 დღეში ბევრი რამის მოგვარება შესაძლებელია მკვეთრი ნაბიჯების გარეშე – გამოცდილებაზე, საღ აზრსა და შინაგან სიმშვიდეზე დაყრდნობით.

ამ კვირაში ცაზე ორი მნიშვნელოვანი პლანეტარული ასპექტი ყალიბდება:

28-29 აპრილი ვენერა-პლუტონის ტრინი

ინტენსიური სენსუალურობის ასპექტია, რომელიც ვნებას აძლიერებს. ამ დღეებში სიყვარულისა და სექსუალური მიზიდულობის მოთხოვნილება იზრდება, ამიტომ ურთიერთობები უფრო ღრმა და ვნებიანი ხდება.

ასევე, ხელსაყრელია ეს ასპექტი ფინანსური აქტივობისა და შესყიდვებისთვის.

1-2 მაისი ვენერა-სატურნის სექსტილი

ეს ასპექტი გავლენას ახდენს ინტერპერსონალურ ურთიერთობებზე და მიუთითებს გრძნობების სერიოზულობასა და ერთგულებაზე.

შესაძლებელია უფროსი და გამოცდილი ადამიანის მიმართ გრძნობის გაჩენა. სიყვარული უფრო სტაბილური და მომწიფებული ხდება, იზრდება პასუხისმგებლობა და თვითკონტროლი მათ შორის, ფინანსებშიც.

ამ დროს შეძენილი ნივთები ხარისხიანი და გამძლე იქნება.

♈ ვერძი

დიდი ალბათობით, მთელი კვირის განმავლობაში დიპლომატიური როლის შესრულება მოგიწევთ სამსახურშიც და მეგობრებთანაც. კომპრომისის ხელოვნებაში ნამდვილად გამოირჩევით.
კვირის მეორე ნახევარში შესაძლოა ვინმემ თქვენი მოტყუება სცადოს იყავით ფრთხილად.
შეამცირეთ ამბიციები, რათა თქვენი ავტორიტეტი არ შეირყეს.

შაბათ-კვირას დაწყებული საქმეები წარმატებით დასრულდება.

სასიკეთო დღეები: 28, 2
არასასიკეთო დღე: 30


♉ კურო

საინტერესო ადამიანები მნიშვნელოვან ინფორმაციას მოგაწვდიან. წარმატებას მიაღწევთ პრობლემების არატრადიციული გზით გადაჭრით.

სამსახურში გადაამოწმეთ თქვენი ქმედებები სიჩქარე შეცდომების რისკს ზრდის.

მოთმინება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რათა ემოციურმა ფონმა კონფლიქტი არ გამოიწვიოს.
შაბათ-კვირას შემთხვევითი შეხვედრები ახალ პერსპექტივებს გაგიხსნით.

სასიკეთო დღეები: 29, 3
არასასიკეთო დღე: 27


♊ ტყუპი

სიმშვიდისა და მონდომების შენარჩუნების შემთხვევაში წარმატება გარანტირებული გაქვთ. მნიშვნელოვანი პერსონა იქნებით როგორც სამსახურში, ისე სახლში.

შემოქმედებით საქმიანობაში იღბალი თქვენ მხარესაა მოსალოდნელია მომგებიანი შეთავაზება.

ოჯახურმა თემებმა შეიძლება კამათი გამოიწვიოს, ამიტომ თუ დროებით დისტანციას დაიცავთ, სასარგებლო იქნება.

კვირის ბოლოს მნიშვნელოვანი ინფორმაცია ან შეცდომის გამოსწორების შანსი გამოჩნდება.

სასიკეთო დღეები: 30, 3
არასასიკეთო დღე: 1


♋ კირჩხიბი

მნიშვნელოვანი მოლაპარაკებები ან ახალი იდეების ინიციირება ამ კვირაში უმჯობესია გადადოთ.
ფოკუსირდით დასვენებასა და ენერგიის აღდგენაზე.

სამსახურში მოგიწევთ სიმშვიდის, პუნქტუალურობისა და მოლაპარაკების უნარის დემონსტრირება.
ოჯახის წევრებთან გულწრფელი საუბარი დაძაბულობას შეამცირებს.

სასიკეთო დღეები: 28, 30
არასასიკეთო დღე: 1


♌ ლომი

დროა უახლოესი გეგმები რეალისტურად შეაფასოთ. უარი თქვით არარეალურ იდეებზე.
შესაძლებელია სასარგებლო კონტაქტები და შემოთავაზებები.

პირად ცხოვრებაში აქტიურობა მაღალი იქნება, მაგრამ სასურველია ტემპის შემცირება.
არ გადადოთ საქმეები – წინააღმდეგ შემთხვევაში, დაგროვილი ვალდებულებები დიდხანს გაგყვებათ.

სასიკეთო დღეები: 29, 2
არასასიკეთო დღე: 30


♍ ქალწული

დაზოგეთ ენერგია და ნუ აიღებთ სხვის პრობლემებს საკუთარ თავზე.
შეჩერებული პროექტები სწრაფად დაიძვრება.

წარმატებულია დოკუმენტების მოწესრიგება, პრაქტიკული საკითხები და ძველი საქმეების დასრულება.

სახლში თქვენი რჩევა განსაკუთრებით მნიშვნელოვანი აღმოჩნდება.

სასიკეთო დღეები: 28, 3
არასასიკეთო დღე: 1


♎ სასწორი

პირად ცხოვრებაში დაგროვილი საკითხების მოგვარება მთავარი თემა იქნება.
შეინარჩუნეთ ოპტიმიზმი და კრეატიული მიდგომა.

სამსახურში ნუ დაეყრდნობით მხოლოდ დაპირებებს – ყველაფერი გადაამოწმეთ.
შაბათ-კვირა იდეალურია დასვენებისა და ემოციური განტვირთვისთვის.

სასიკეთო დღეები: 27, 2
არასასიკეთო დღე: 29


♏ მორიელი

აქტიური და დატვირთული კვირაა – შეხვედრები, შეთავაზებები და შანსები.
კონცენტრაცია გადამწყვეტ როლს ითამაშებს.

მოსალოდნელია კარიერული წინსვლა და ხელსაყრელი მოლაპარაკებები.
პირად ცხოვრებაში ცვლილებების სურვილი შაბათ-კვირას გაძლიერდება.

სასიკეთო დღეები: 30, 2
არასასიკეთო დღე: 29


♐ მშვილდოსანი

ენდეთ ინტუიციას – სწორ გადაწყვეტილებებს სწრაფად იპოვით.
სამსახურში კომპრომისი და გუნდური მუშაობა წარმატებას მოიტანს.

შესაძლებელია დამატებითი შემოსავლის წყარო გამოგიჩნდეთ.
პირად ცხოვრებაში თქვენი არჩევანი წარმატებული იქნება.

სასიკეთო დღეები: 29, 1
არასასიკეთო დღე: 28


♑ თხის რქა

ფოკუსი პროფესიულ განვითარებაზე და თვითრეალიზაციაზე გადადის.
იყავით ყურადღებიანი სხვების მიმართ – მათი რჩევები გამოგადგებათ.

კარგი დროა ფინანსური დაგეგმვისა და დოკუმენტების მოწესრიგებისთვის.
კვირის ბოლოს ოჯახური თემები გააქტიურდება.

სასიკეთო დღეები: 28, 1
არასასიკეთო დღე: 30


♒ მერწყული

კარიერული ზრდა გრძელდება – ახალი შესაძლებლობები და აღიარება გელით.
მნიშვნელოვანია, გადატვირთვა თავიდან აიცილოთ და დასვენებისთვის დრო გამოყოთ.

კვირის ბოლოს საინტერესო იდეები და შემოთავაზებები გამოჩნდება – ნუ იჩქარებთ გადაწყვეტილების მიღებას, ჯერ ყველაფერი კარგად გააანალიზეთ.

სასიკეთო დღეები: 29, 2
არასასიკეთო დღე: 28


♓ თევზები

სოციალურ წრეში ცვლილებებია მოსალოდნელი.
მთავარი აქცენტი ურთიერთობებსა და ემოციურ სფეროზე გადადის.

სამსახურში განსხვავებული აზრები შესაძლოა უთანხმოების მიზეზი გახდეს – შეინარჩუნეთ მშვიდი ტონი და კამათის გამწვავება თავიდან აიცილეთ.

კვირის მეორე ნახევარში შესაძლებელია ფინანსური სარგებლის მიღება.

სასიკეთო დღეები: 29, 3
არასასიკეთო დღე: 27

თამთა გურული

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close