ჯანმრთელობარჩევები

გეომაგნიტური დღეები 2026 წლის აპრილში – რას უნდა ველოდოთ და როგორ მოვემზადოთ

2026 წლის აპრილი მზის აქტივობის შედარებით სტაბილურ, თუმცა პერიოდულად დაძაბულ ფაზებს მოიცავს. ასტროფიზიკოსების პროგნოზით, თვის განმავლობაში რამდენიმე ე. წ. მაგნიტური დღე, ანუ გეომაგნიტური აქტივობის პერიოდებია მოსალოდნელი, რაც შესაძლოა აისახოს როგორც ტექნიკურ სისტემებზე, ისე ადამიანთა ჯანმრთელობაზე.

საქართველო საშუალო განედზე მდებარეობს, ამიტომ ძლიერი პოლარული ნათებები იშვიათია, თუმცა გეომაგნიტური შტორმების გავლენა ორგანიზმზე მაინც შესამჩნევი შეიძლება იყოს – განსაკუთრებით მეტეომგრძნობიარე ადამიანებისთვის.

აპრილის სავარაუდო გეომაგნიტური აქტივობა

სპეციალისტების წინასწარი მონაცემებით, 2026 წლის აპრილში მოსალოდნელია:

  • სუსტი შტორმები (G1) – ერთი დღე თვის შუაში (17 აპრილი)
  • ზომიერი შტორმები (G2) – 4-5 აპრილს
  • ძლიერი შტორმები (G3) – არ არის მოსალოდნელი
  • ძალიან ძლიერი და ექსტრემალური შტორმები (G4–G5) – არ ფიქსირდება პროგნოზში

ეს ნიშნავს, რომ აპრილი, საერთო ჯამში, ზომიერი გეომაგნიტური ფონით ჩაივლის, თუმცა ცალკეულ დღეებში შესაძლოა ორგანიზმის რეაქციები გაძლიერდეს.

რას ნიშნავს G-სკალა

გეომაგნიტური აქტივობა იზომება G-შკალით, რომელიც შტორმის ინტენსივობას ასახავს:

  • G1 – სუსტი შტორმი (Kp = 5): მცირე შეფერხებები კავშირგაბმულობაში, პოლარული ნათება 60°-ზე ზემოთ
  • G2 – ზომიერი შტორმი (Kp = 6): ხარვეზები მაღალსიხშირიან რადიოკავშირში, პოლარული ნათება 55°-მდე
  • G3 – ძლიერი შტორმი (Kp = 7): ელექტროსისტემების შეფერხება, ნათება 50°-მდე
  • G4–G5 – ექსტრემალური შტორმები

როგორ მოქმედებს გეომაგნიტური შტორმი ადამიანის ჯანმრთელობაზე

გეომაგნიტური აქტივობა არ არის მითი და არც ცრურწმენა. მისი გავლენის მექანიზმი მეცნიერულად არის აღწერილი, თუმცა ინდივიდუალურად განსხვავდება.

როდესაც მზის ქარის გაძლიერებული ნაკადი ან კორონალური მასის ამოფრქვევა დედამიწის მაგნიტოსფეროს აღწევს, წარმოიქმნება გეომაგნიტური შტორმი. ეს პროცესი გავლენას ახდენს იონოსფეროსა და პლანეტათაშორის მაგნიტურ ველზე, რაც საბოლოოდ განსაზღვრავს გეომაგნიტური დარღვევების მასშტაბს.

ორგანიზმის დონეზე შეიძლება გამოვლინდეს:

  • სისხლის სიბლანტის მატება;
  • სისხლის ნაკადის შენელება;
  • გულსა და სისხლძარღვებზე დატვირთვის ზრდა;
  • ატმოსფერული წნევის ცვლილებებისადმი მგრძნობელობის გაძლიერება.

ვინ არის ყველაზე მგრძნობიარე

გეომაგნიტური დღეები განსაკუთრებით რთულად გადააქვთ:

  • გულ-სისხლძარღვთა დაავადებების მქონე ადამიანებს;
  • ჰიპერტონიით დაავადებულებს;
  • ნერვული სისტემის დარღვევების მქონე პირებს;
  • ხანდაზმულებს;
  • ძილის ქრონიკული დარღვევების მქონე ადამიანებს.

ყველაზე გავრცელებული სიმპტომები მაგნიტურ დღეებში

მაგნიტური შტორმის დროს ხშირად ფიქსირდება:

  • თავის ტკივილი (განსაკუთრებით კეფის არეში);
  • არტერიული წნევის მკვეთრი მერყეობა;
  • უძილობა ან პირიქით – გადაჭარბებული ძილიანობა;
  • გაღიზიანება და შფოთვა;
  • ჰაერის უკმარისობის შეგრძნება;
  • კონცენტრაციის დაქვეითება.

მნიშვნელოვანია: სტატისტიკურად დადასტურებულია კავშირი გეომაგნიტურ აქტივობასა და თვითშეგრძნებას შორის, თუმცა ეს ყველა ადამიანს არ ეხება. სხვადასხვა შეფასებით, მეტეომგრძნობიარეა ზრდასრული მოსახლეობის დაახლოებით 25-იდან 50%-მდე, დანარჩენზე საერთოდ არ მოქმედებს G1 და G2 დონის მაგნიტური შტორმები.

როგორ გადავიტანოთ მაგნიტური ქარიშხალი მარტივად

ექიმების რეკომენდაციები საკმაოდ პრაქტიკულია და შედეგიანიც:

წინასწარ (1-2 დღით ადრე)

  • შეამცირეთ ფიზიკური და ემოციური დატვირთვა;
  • გადადეთ მნიშვნელოვანი და სტრესული საქმეები;
  • გადაამოწმეთ მედიკამენტები (განსაკუთრებით, ვისაც ჰიპერტონია გაწუხებთ);
  • დაიძინეთ ჩვეულებრივზე ადრე.

შტორმის დროს

  • დალიეთ მეტი წყალი;
  • შეზღუდეთ ყავა და ალკოჰოლი;
  • მიიღეთ ანტიოქსიდანტებით მდიდარი საკვები (კენკრა, მწვანე ჩაი, შავი შოკოლადი);
  • მოერიდეთ ინტენსიურ ფიზიკურ დატვირთვას;
  • აკონტროლეთ არტერიული წნევა;
  • შეამცირეთ ეკრანთან გატარებული დრო.

სუნთქვითი ვარჯიში

  • ჩასუნთქვა – 4 წამი
  • სუნთქვის შეკავება – 4 წამი
  • ამოსუნთქვა – 4 წამი
    (გაიმეორეთ 5–7-ჯერ)

ეს ამცირებს სტრესს და ააქტიურებს პარასიმპათიკურ ნერვულ სისტემას.

ექიმის ჩარევა საჭიროა, თუ:

  • წნევა აღემატება 160/100-ს და არ მცირდება;
  • ჩნდება გულმკერდის ტკივილი;
  • კიდურების დაბუჟება;
  • მხედველობის გაუარესება.

ასეთ შემთვევებში აუცილებელია დაუყოვნებლივ მიმართოთ სასწრაფო დახმარებას.

შესაძლებელია თუ არა ჩრდილოეთის ციალის ხილვა?

აპრილში, Kp 5+ დონეზე, პოლარული ნათება შესაძლებელია ჩრდილოეთის მაღალ განედებზე (მაგ., რუსეთში ან სკანდინავიაში).

საქართველოში პოლარული ნათება, პრაქტიკულად, არ ფიქსირდება, იშვიათი გამონაკლისის გარდა – როდესაც მაგნიტური შტორმი ძალიან ძლიერია.

თამთა გურული

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close