ჰოროსკოპი

ჰოროსკოპი: კვირის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის, 2-8 მარტი

მომდევნო 7 დღის განმავლობაში ციური სხეულები ისეა განლაგებული, რომ ბევრი იგრძნობს ენერგიის მოზღვავებას და მოქმედების სურვილს. როგორც ასტროლოგები აღნიშნავენ, მარტის დასაწყისი გააზრებული გადაწყვეტილებების მიღების, ურთიერთობების გაძლიერებისა და აქტივობასა და დასვენებას შორის ჯანსაღი ბალანსის პოვნის დროა.

ამ კვირაში ცაზე ხუთი მნიშვნელოვანი პლანეტარული ასპექტი ყალიბდება.

4-5 მარტი – ვენერა-ურანის სექსტილი
ეს ჰარმონიული ასპექტი ხელს უწყობს კეთილგანწყობას, მეგობრობას, ფლირტსა და ერთი ნახვით სიყვარულს. ამ პერიოდში ბევრი ურთიერთობა შეიძლება ხასიათდებოდეს მხიარულებითა და გართობისკენ მიდრეკილებით. ძლიერდება ფანტაზია, მარტივად იბადება ხუმრობები და სასიამოვნო სიურპრიზები.

5-6 მარტი – მზე-იუპიტერის ტრინი
ამ ჰარმონიულ ასპექტს შეუძლია ოპტიმისტური და სადღესასწაულო ატმოსფეროს შექმნა. ის ერთ-ერთ ყველაზე ძლიერ პლანეტარულ ასპექტად მიიჩნევა, რომელიც ადამიანებს იმედს, თავდაჯერებულობასა და შემოქმედებით ენერგიას მატებს. მისი გავლენის ქვეშ შესაძლოა დაიწყოს დადებითი ცვლილებები – აღიარება, დაწინაურება, მნიშვნელოვანი დახმარების მიღება. ეს მიღწევებისა და სოციალური წარმატების დროა.

7 მარტი – მზე-მერკურის შეერთება
ეს პერიოდი შეიძლება მნიშვნელოვანი პროცესების დასაწყისს ნიშნავდეს. რადგან მერკური რეტროგრადულად მოძრაობს, შესაძლებელია წარსული მოვლენებისა და პროექტების დაბრუნება – მათი ახალი ფორმით დასრულების მიზნით. შესაძლოა მოულოდნელად გაგახსენდეთ მნიშვნელოვანი საკითხები და მიიღოთ შესაძლებლობა, დაასრულოთ ძველი ვალდებულებები. არ არის გამორიცხული წარსულიდან ადამიანების დაბრუნებაც.

7 მარტი – ვენერა-ნეპტუნის შეერთება
ამაღლებული სასიყვარულო ენერგიის ასპექტია, როდესაც საყვარელი ადამიანი შეიძლება სრულყოფილების განსახიერებად აღიქვათ. ძლიერდება ემოციურობა, იზრდება ხელოვნების, მუსიკისა და შემოქმედებისადმი მიზიდულობა. საპირისპირო სქესის წარმომადგენლებისადმი მიზიდულობას თან ახლავს სინაზე, ზრუნვა და სიყვარულის გამოხატვის სურვილი. ეს ერთ-ერთი ყველაზე ნაზი და რომანტიკული ასპექტია.

8 მარტი – ვენერა-სატურნის შეერთება.
ეს ასპექტი აძლიერებს სტაბილურობას ემოციურ ურთიერთობებში და ადამიანებს პრაქტიკულობისკენ უბიძგებს. ურთიერთობები უფრო მომწიფებულ სახეს იღებს. უარყოფით მხარედ შეიძლება ჩაითვალოს გარკვეული სიცივე ინტიმურ სფეროში. რადგან ვენერა ფულსა და ქონებასთან ასოცირდება, ხოლო სატურნი – შეზღუდვებთან, ეს პერიოდი ხარჯების შემცირების, თანხის დაზოგვისა და დაგროვების სურვილს აძლიერებს.

ვერძი

ვერძისთვის ეს კვირა შინაგანი ზრდის პერიოდი იქნება. კვირის დასაწყისში შესაძლებელია მოულოდნელი საუბრები, რაც პროფესიული გეგმების გადახედვისკენ გიბიძგებთ. მოერიდეთ კურსის მკვეთრ შეცვლას, თუმცა სტრატეგიის კორექტირება სასარგებლო იქნება. სერიოზული გადაწყვეტილების მიღებამდე ეცადეთ, ყველაფერი კარგად გააანალიზოთ და ემოციები აკონტროლოთ.

3 მარტის მთვარის დაბნელებამ შესაძლოა შინაგანი დაძაბულობა გამოიწვიოს მოქმედების სურვილსა და დასვენების საჭიროებას შორის – ყურადღება მიაქციეთ ამ უკანასკნელს.
შაბათ-კვირას უმჯობესია კომფორტულ გარემოში დაისვენოთ.

სასიკეთო დღეები: 6, 8
არასასიკეთო დღე: 4

კურო

ეს კვირა კუროსთვის პრაგმატულ გამოწვევებს მოიტანს. მოგიწევთ იმ საკითხების მოგვარება, რომლებიც დიდი ხანია გადადეთ – დოკუმენტები, შეთანხმებები, ყოველდღიური გადაწყვეტილებები აქტუალური იქნება. კარიერულ სფეროში სიფრთხილე აუცილებელია. მოერიდეთ მკაცრ განცხადებებს და ემოციების გავლენით გადაწყვეტილებების მიღებას.

კვირის ბოლოს სიტუაცია უფრო ნათელი გახდება. პირად ურთიერთობებში შეინარჩუნეთ სიმშვიდე.

სასიკეთო დღეები: 6, 7
არასასიკეთო დღე: 5

ტყუპი

ტყუპებისთვის ეს კვირა მოვლენებით სავსე იქნება. მთვარის დაბნელების შემდეგ მოვლენები დაჩქარდება, საქმიანი კავშირები გაძლიერდება და გაჩნდება კარიერული წინსვლის შანსი.

სახლში ემოციური ფონი შეიძლება დაძაბული იყოს, ამიტომ დიპლომატია აუცილებელია.
შაბათ-კვირას შეეცადეთ სახლში ან აგარაკზე დაისვენოთ.

სასიკეთო დღეები: 2, 4
არასასიკეთო დღე: 5

კირჩხიბი

კირჩხიბებისთვის ეს მშვიდი და ჰარმონიული პერიოდია. დაუსრულებელი საკითხები თანდათან გვარდება. კვირის რომანტიკული ატმოსფერო ურთიერთობების გაღრმავებას უწყობს ხელს. დაგეგმეთ პაემანი, ღიად გამოხატეთ სიყვარული და ისიამოვნეთ თქვენი საყვარელი ადამიანის კომპანიით.

შაბათ-კვირას მოსალოდნელია ახალი პერსპექტიული ნაცნობობა ან ძველი ურთიერთობების აღდგენა.

სასიკეთო დღეები: 5, 6
არასასიკეთო დღე: 3

ლომი

მთვარის დაბნელება ააქტიურებს თქვენი შემოქმედებითობისა და თვითგამოხატვის ზონას. ეს იდეალური დროა დიდი ხნის წინ გადადებული შემოქმედებითი პროექტების დასაწყებად. ენდეთ თქვენს ინტუიციას – ის ახლა უნაკლოდ მუშაობს და სწორი მიმართულებით წაგიყვანთ, რთულ სიტუაციებშიც კი.

ფინანსურად ეს კარგი პერიოდია დამატებითი შემოსავლის წყაროების მოსაძებნად. შესაძლებელია საინტერესო შემოთავაზებები და საქმიანი ვიზიტები. პირად ცხოვრებაში მეტი ყურადღება მიაქციეთ თქვენს პარტნიორს.

სასიკეთო დღეები: 3, 8
არასასიკეთო დღე: 7

ქალწული

დატვირთული სამუშაო გრაფიკის გამო შეიძლება სამუშაო პირობების ცვლილებაზე დაფიქრდეთ. თქვენ წინაშე ახალი შესაძლებლობები და პერსპექტივები გაიხსნება, რაც საშუალებას მოგცემთ განახორციელოთ თქვენი გეგმები. აუცილებლად შეინარჩუნეთ იუმორის გრძნობა, საღი აზრი და ეცადეთ, არ გაამჟღავნოთ მნიშვნელოვანი ინფორმაცია, რადგან ის შეიძლება ეგოისტური მიზნებისთვის გამოიყენონ. კვირის ბოლოს შეთანხმებების მიღწევა გაცილებით მარტივი იქნება.

შაბათ-კვირას შეეცადეთ, ბუნებაში გახვიდეთ, ან დრო სადმე მშვიდ გარემოში გაატაროთ.

სასიკეთო დღეები: 6, 8
არასასიკეთო დღე: 5

სასწორი

თქვენი პროდუქტიულობა მნიშვნელოვნად გაიზრდება. ეცადეთ, სრული პასუხისმგებლობით მიუდგეთ ნებისმიერ დავალებას, რომელიც შეიძლება დაგეკისროთ. დიდი შანსი გექნებათ, თქვენი სამუშაო სიტუაცია გააუმჯობესოთ. ბიზნესპარტნიორების შემოთავაზებები შესაძლოა მომგებიანი აღმოჩნდეს. პირად ურთიერთობებში მოერიდეთ კრიტიკას.

შაბათ-კვირას რეკომენდებულია თეატრში ან კინოში წასვლა, ან მეგობრების მონახულება.

სასიკეთო დღეები: 5, 7
არასასიკეთო დღე: 4

მორიელი

ამ კვირაში მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება მოგიწევთ. იზრდება საჯაროდ გამოსვლის ან პრეზენტაციის ალბათობა. გარშემომყოფები უფრო ხშირად შეამჩნევენ და დააფასებენ თქვენს შესაძლებლობებს. ურთიერთობებში იყავით ყურადღებიანი, ფრთხილი და თავშეკავებული, გამოიჩინერთ დიპლომატია.

სასიკეთო დღეები: 2, 7
არასასიკეთო დღე: 6

მშვილდოსანი

კარიერა და სოციალური სტატუსი ცენტრალურ ადგილს იკავებს. შესაძლებელია დაწინაურება, მენეჯმენტის შეცვლა ან თუნდაც კომპანიის დატოვება საკუთარი ბიზნესის დასაწყებად. თქვენი მიღწევები თვალსაჩინო იქნება, ამიტომ მნიშვნელოვანია თქვენი რეპუტაციის შენარჩუნება. საოჯახო საქმეებმა შეიძლება ყურადღება გადაგატანინოთ სამსახურიდან, შექმნას შინაგანი კონფლიქტი „საჭიროებასა“ და „სურვილს“ შორის. შეეცადეთ, იპოვოთ ბალანსი თქვენი ამბიციების შეწირვის გარეშე, მაგრამ არც საყვარელი ადამიანები დაივიწყოთ.

შაბათ-კვირას მოულოდნელი ამბები გელოდებათ, შესაძლებელია მეგობრობის განახლებაც.

სასიკეთო დღეები: 6, 8
არასასიკეთო დღე: 3

თხის რქა

ფინანსური და იურიდიული საკითხები პრიორიტეტული ხდება. შეთანხმებები ფრთხილ ანალიზს მოითხოვს. ეს შესანიშნავი დროა სამეცნიერო ნაშრომების გამოსაქვეყნებლად ან საგანმანათლებლო კურსის დასასრულებლად. ამ პერიოდისთვის დაგეგმილი მოგზაურობა შეიძლება გეგმის მიხედვით არ წარიმართოს, მაგრამ მნიშვნელოვან ცხოვრებისეულ გამოცდილებას მოგიტანთ. პირად ცხოვრებაში თავისუფლების სურვილი იზრდება.

შაბათ-კვირას შესაძლებლობა გექნებათ დიდი ხნის უნახავი მეგობრები მოინახულოთ.

სასიკეთო დღეები: 3, 6
არასასიკეთო დღე: 2

მერწყული

მერწყულისთვის მარტის დასაწყისი ინტელექტუალური გამოღვიძებისა და შემოქმედებითი მიღწევების პერიოდი იქნება. თქვენი გონება მაქსიმალური სისწრაფით მუშაობს და  ინოვაციური იდეებიც  მრავალფეროვანია. მოსალოდნელია კარიერული წინსვლა. თქვენი ავტორიტეტი თანდათან იზრდება და გარშემო მყოფები თქვენგან დროულ და გონივრულ რჩევებს ელიან. მოერიდეთ სხვისი პრობლემების საკუთარ თავზე აღებას. ნუ ეცდებით რისკზე წასვლას საფუძვლიანი მიზეზის გარეშე, რადგან წარმატების შანსი მცირეა.

შაბათ-კვირას რაიმე მოგზაურობის დაგეგმვა რეკომენდებული არ არის, უმჯობესია ეს დღეები სახლში გაატაროთ და კარგად დაისვენოთ.

სასიკეთო დღეები: 2, 5
არასასიკეთო დღე: 4

თევზები

ინტუიცია გაძლიერებულია. გამოიყენეთ ეს ნიჭი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მისაღებად, განსაკუთრებით პროფესიულ ცხოვრებაში. შესაძლებელია მნიშვნელოვანი კარიერული წინსვლა. კვირის შუა რიცხვებში შემოთავაზება შეიძლება სარისკოდ მოგეჩვენოთ, მაგრამ ის გზას გაუხსნის თქვენი ნამდვილი მოწოდების რეალიზებას. რომანტიკული განწყობა კვირას განსაკუთრებულ ელფერს სძენს. მარტოხელა თევზებს ვარსკვლავები პერსპექტიულ შეხვედრას ჰპირდებიან, შესაძლოა უჩვეულო ვითარებაში ან ხელოვნებასთან დაკავშირებულ ადგილას.

შაბათ-კვირას იზრუნეთ საოჯახო საქმეებზე.

სასიკეთო დღეები: 3, 8
არასასიკეთო დღე: 7

თამთა გურული

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close