რომის კათოლიკურ ეკლესიას ახალი პაპი ჰყავს – ვატიკანში სიქსტეს კაპელის სახურავიდან თეთრი კვამლი ამოვიდა (ვიდეო)

ხუთშაბათს, 8 მაისს რომის კათოლიკური ეკლესიის 133-მა კარდინალმა ახალი პაპი აირჩია და ამის ნიშნად ვატიკანში, სიქსტეს კაპელის სახურავზე დამონტაჟებული მილიდან თეთრი კვამლი ამოვიდა.
ახალი პონტიფიკოსის სახელი ჯერჯერობით უცნობია. მის გამოცხადებას ადგილობრივი დროით დაახლოებით 19:00 სთ-ზე (თბილისის დროით 21:00 სთ-ზე) ელოდებიან.
სიქსტეს კაპელას თავზე თეთრი კვამლის გამოჩენის შემდეგ ხალხმა შეკრება დაიწყო წმინდა პეტრეს მოედანზე ვატიკანში. უკვე ათასობით ადამიანი ელოდება სიგნალს.
მოკლე მიმართვის შემდეგ ახალი პაპი მორწმუნეებს დალოცავს. რომის 267-ე ეპისკოპოსის რანგში ის პაპ ფრანცისკეს შეცვლის, რომელიც 21 აპრილს გარდაიცვალა 88 წლის ასაკში.
ნანა ძნელაძე
გუშინ, 7 მაისს სიქსტეს კაპელაში შეკრებილმა კარდინალებმა ახალი პაპის არჩევა ვერ შეძლეს.
სტატიის განახლება: მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ კათოლიკური ეკლესიის ახალი წინამძღოლი კარდინალი რობერტ ფრანცის პრევოსტი გახდა. ის პირველი ამერიკელი პაპია რომის კათოლიკური ეკლესიის ისტორიაში. რობერტ ფრანცის პრევოსტს პაპობაში ლეო XIV ეწოდება. პაპად არჩევის შემდეგ ლეო XIV-მ წმინდა პეტრეს მოედანზე შეკრებილ მრევლს სიტყვით მიმართა.
კომენტარები