მიგრაციაპოლიტიკა

აშშ არალეგალებს „თვითდეპორტაციისთვის“ 1000 დოლარის დახმარებას და, აგრეთვე, ავიაბილეთის ხარჯის დაფარვას სთავაზობს

ამერიკის ადმინისტრაცია ახალ პროგრამას იწყებს არალეგალური მიგრანტების მიერ ქვეყნის თვითნებურად დატოვების წასახალისებლად: ტრამპის ეგრეთ წოდებული „თვითდეპორტაციის პროგრამის“ ფარგლებში არალეგალ მიგრანტებს ქვეყნიდან ნებაყოფლობით გამგზავრების სანაცვლოდ ფინანსურ დახმარებას ჰპირდებიან, ამასთან, ასეთ არალეგალებს მოგვიანებით აშშ-ში კანონიერად დაბრუნების პერსპექტივა შეუნარჩუნდებათ. ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს.

სააგენტოს ცნობით, ქვეყნის საშინაო უსაფრთხოების დეპარტამენტი აცხადებს, რომ არალეგალებს „თვითდეპორტაციის“ წასახალისებლად 1000 დოლარის ოდენობის დახმარებას გაუწევს.

აშშ-ში მყოფი ნებისმიერი არალეგალი მიგრანტი, რომელიც „თვითდეპორტაციისთვის“ სპეციალურ აპლიკაციას გამოიყენებს, 1000 დოლარის სტიპენდიას მიიღებს, რომელიც სამშობლოში დაბრუნების დადასტურების შემდეგ გადაეცემა.

„ფინანსური დახმარება და ავიაბილეთის შესაძლო ხარჯების ანაზღაურება მიგრანტებისთვის, რომლებიც ნებაყოფლობით დატოვებენ ქვეყანას, უფრო ნაკლები დაჯდება, ვიდრე რეალური დეპორტაცია“, – აღნიშნულია აშშ-ის საშინაო უსაფრთხოების დეპარტამენტის განცხადებაში.

არალეგალური სტატუსის მქონე ერთი პირის დაკავება და დეპორტაცია ამჟამად სახელმწიფოს საშუალოდ დაახლოებით 17 000 დოლარი უჯდება.

განცხადებაში „თვითდეპორტაცია“ განიხილება, როგორც „აშშ-იდან ღირსეული წასვლის გზა“, რომელიც არალეგალებს მიგრაციისა და საბაჟო პოლიციასთან შეხვედრის უსიამოვნებას თავიდან ააცილებს.

მანამდე ტრამპის ადმინისტრაციამ წარადგინა აპლიკაცია სახელწოდებით CBP Home, რომელიც აშშ-ში უკანონოდ მყოფ მიგრანტებს, დაკავებისა და დეპორტაციის ნაცვლად, „თვითდეპორტაციის“ საშუალებას მისცემს.

ტრამპის თქმით, „თვითდეპორტაციის პროგრამის“ ფარგლებში არალეგალებს შესაძლებლობა ექნებათ ამერიკისგან მიიღონ ფინანსური დახმარება ქვეყნის დატოვების სანაცვლოდ და, ასევე, მათთვის რჩება პერსპექტივა, რომ მოგვიანებით აშშ-ში შესვლის უფლებას კვლავ მისცემენ, თუ ისინი ამას ლეგალური გზით შეეცდებიან.

როგორც ცნობილია, ამერიკის შეერთებული შტატების 47-ე პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა პირობა დადო, რომ ქვეყანაში არალეგალურად მყოფი იმიგრანტების რეკორდული რაოდენობის დეპორტაციას განახორციელებს.

მანანა ბანძელაძე

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close