ვიდეოხელოვნებასაქართველო

მოუსმინეთ უსინათლო შა­ბან მა­მე­დო­ვს მარნეულიდან, რომლის ნამღერიც ლეგენდად ქცეულ ჰამლეტ გონაშვილს შეადარეს (ვიდეო)

24 წლის შა­ბან მა­მე­დო­ვი ეროვნებით აზერბაიჯანელია. იგი ქალაქ მარნეულის მკვიდრია. მისი მიზანია ქართული საგანძურის პოპულარიზაცია და მეგა-შოუ „ხალხურის“ პირველი სეზონის გამარჯვებულის ტიტულის მოპოვება.

შაბანმა ხალხური სიმღერა „დაიგვიანეს“ ანსამბლ „შავნაბადასთან ერთად შეასრულა. მის­მა დახვეწილმა ნამღერმა და გამართულმა ქართულმა საზოგადოების დიდი აღ­ფრთო­ვა­ნე­ბა გამოიწვია – მარ­თლაც სა­ო­ცა­რი შეს­რუ­ლე­ბა იყო. სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლიც უამ­რა­ვი თბი­ლი და და­დე­ბი­თი კომენტარით აივ­სო.

შა­ბან მა­მე­დო­ვი 7 თვის იყო, როცა სეფ­სი­სი და­ე­მარ­თა და არასწორი მკურნალობის შედეგად მხედველობა დაკარგა. 9 თვის ასაკ­ში თვალ­ზე პირ­ვე­ლი ოპე­რა­ცია გაუკეთეს, მერე კიდევ ორი ოპერაცია იყო, მაგრამ უშედეგოდ. მხედ­ვე­ლო­ბა საერთოდ დაკარგული აქვს და ჯერ­ჯე­რო­ბით სა­ი­მე­დო ამ კუ­თხით არაფერია. მიაჩნია, რომ თუკი პრობ­ლე­მა არ­სე­ბობს და არა­ფე­რი იც­ვლე­ბა, ეს მო­ცე­მუ­ლო­ბად უნდა მიიღო.

შაბანმა მუსიკასთან ურთიერთობა ბავშვობაში დაიწყო. იგი მშრომელი და მიზანდასახული ადამიანია. როგორც ამბობს მისი მი­ზა­ნია, მაქ­სი­მა­ლუ­რად გააცოცხლოს ჰამ­ლეტ გო­ნაშ­ვი­ლი… „ეს კაცი ჩემ­თვის მარ­თლა ღვთაებაა… ამ კონ­კურ­სის პე­რი­ოდ­შიც ვის­ზეც ვფიქ­რობ­დი, ჰამ­ლე­ტი იყო, თით­ქოს მისი სა­ხე­ბა სულ გვერდით მედგა და მკარ­ნა­ხობ­და – აი, აქ ეს გა­ვა­კე­თოთ, აქ ეს და­ვა­მუ­შა­ოთ… შე­იძ­ლე­ბა ვი­ღა­ცას ამა­ზე გაეცინოს, მაგრამ სულ მისი ინ­სპი­რა­ცი­ით ვმოქ­მე­დებ… როცა ადა­მი­ა­ნი ძა­ლი­ან გიყ­ვარს, ალ­ბათ ასე ხდე­ბა…“ – ამბობს ინტერვიუში მუსიკოსი.

ეროვნებით აზერბაიჯანელს, „ხალხურში“ მონაწილეობის მიღებით სურს გამოხატოს პატივისცემა და სიყვარული ქართული ფოლკლორის მიმართ.

მანანა ბანძელაძე

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close