ამინდისაქართველო

გაფრთხილება 25 აპრილს საქართველოში მოსალოდნელი ამინდის შესახებ

გარემოს ეროვნული სააგენტო 25 აპრილს საქართველოში მოსალოდნელ ამინდთან დაკავშირებით მოსახლეობას აფრთხილებს.

სინოპტიკოსთა პროგნოზით, 25 აპრილს საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა, ზოგან – ძლიერი, შესაძლებელია ელჭექი, ნისლი, სეტყვა და ქარის ხანმოკლე გაძლიერება.

„მოსალოდნელმა ნალექმა საქართველოს მდინარეებზე შესაძლებელია წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, ხოლო ქვეყნის გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს (საფრთხის დონე საშუალო)“, – აღნიშნულია გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close