ჰოროსკოპი

ჰოროსკოპი: კვირის  ასტროლოგიური  პროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის, 21 – 27 აპრილი

ეს კვირა საკმაოდ წარმატებული იქნება, სავსე იქნებით ენერგიითა და რაიმეს კეთების სურვილით. 2025 წლის 21 აპრილიდან 27 აპრილამდე აუცილებლად გექნებათ ახალი მნიშვნელოვანი გეგმები, რომლებიც თქვენი საქმიანობის სტილს და დონეს შეცვლის. გექნებათ დრო და საშუალება, შეასრულოთ ყველაფერი, რაც დაგეგმეთ. ამის შემდეგ შეგიძლიათ დააჯილდოოთ საკუთარი თავი პროდუქტიული პერიოდისთვის და დრო მეგობრებთან ან კოლეგებთან ერთად სასიამოვნოდ გაატაროთ. ასევე გექნებათ საყვარელი სპორტის თამაშის შესანიშნავი შესაძლებლობა.

ვერძი

კვირის დასაწყისი მოულოდნელ აღმოჩენას მოგიტანთ პროფესიულ სფეროში. შესაძლებელია საინტერესო ნაცნობობა, რამაც შეიძლება გავლენა მოახდინოს თქვენს შემდგომ კარიერულ წინსვლაზე. ოთხშაბათი და ხუთშაბათი იქნება ფასეულობების გადაფასების დრო. ზოგიერთი ვერძი იგრძნობს შემოქმედებითი ენერგიის მოზღვავებას და შეეცდება დიდი ხნის ოცნება აიხდინოს. სირთულეების მიუხედავად, მოგიწევთ გამოიჩინოთ მოთმინება და თქვენი ძალისხმევა აუცილებლად გამოიღებს შედეგს, თუმცა ამ სირთულეების გადალახვას დიდი ენერგია დასჭირდება. განსაკუთრებული მგრძნობელობა იქნება ირგვლივ მყოფების განწყობის მიმართ, რაც ხელს შეუწყობს კონფლიქტების თავიდან აცილებას.

კვირის ბოლოს შესაძლოა გაგიჩნდეთ დაუძლეველი სურვილი, შეცვალოთ თქვენი სახლის ინტერიერი.

სასიკეთო დღეები: 22, 25.

არასასიკეთო დღე: 21.

კურო

კუროსთვის ეს კვირა შინაგანი ზრდისა და თვითშემეცნების პერიოდია. პირველი დღეები ნათელ ემოციებს და უჩვეულო მოვლენებს მოიტანს, რამაც შეიძლება ჩვეული მიმდინარეობა შეცვალოს. შუა კვირა სავსე იქნება საქმიანი შეხვედრებითა და მოლაპარაკებებით, რომლის დროსაც კომპრომისების პოვნის დიდ უნარს გამოავლენთ. ხუთშაბათს ბევრი იგრძნობს ძალისა და ენერგიის მოზღვავებას, რაც მათ საშუალებას მისცემთ დიდი ხნის გადადებული ამოცანები შეასრულონ. პარასკევს დიდი და საინტერესო შემოთავაზება გექნებათ.

შაბათ-კვირას შეიძლება გაგიჩნდეთ ქველმოქმედების ან გაჭირვებულთა დახმარების სურვილი. ინტუიციური შესაძლებლობები გაძლიერდება, რაც სწორი გადაწყვეტილებების მიღებაში დაგეხმარებათ.

სასიკეთო დღეები: 21, 24.

არასასიკეთო დღე: 26.

ტყუპი

ეს კვირა ტყუპებისთვის პირად ცხოვრებაში მოულოდნელი ცვლილებებით დაიწყება. არ არის გამორიცხული, გამოჩნდეს ადამიანი, რომელიც გაიძულებთ, გარედან შეხედოთ საკუთარ თავს და გადააფასოთ თქვენი ცხოვრების ზოგიერთი პრინციპი. სამშაბათს და ოთხშაბათს გაიზრდება თქვენი ანალიზისა და დაგეგმვის უნარი, რაც დაგეხმარებათ ეფექტურად გადაჭრათ მიმდინარე პრობლემები. კონცენტრაცია და პუნქტუალურობა დაგეხმარებათ, თავიდან აიცილოთ შემთხვევითი შეცდომები. ფინანსური მდგომარეობა დასტაბილურდება, შემოსავლის დამატებითი წყაროები გამოჩნდება. შესაძლებელია საინტერესო შემოთავაზებები მოგზაურობასთან ან განათლებასთან დაკავშირებით.

შაბათ-კვირას გაიზრდება თქვენი კომუნიკაბელურობა და ახალ ადამიანებთან ურთიერთობის სურვილი. კვირას საყვარელი ადამიანისგან სასიამოვნო სიურპრიზი გელით.

სასიკეთო დღეები: 23, 26.

არასასიკეთო დღე: 22.

კირჩხიბი

კირჩხიბებისთვის ეს კვირა კარგი ემოციური გამოცდილებისა და მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების დროა. ორშაბათს და სამშაბათს შესაძლებელია უძრავ ქონებასთან ან ოჯახურ საკითხებთან დაკავშირებული ღონისძიებები. მოუსმინეთ კოლეგების რჩევებს. შუა კვირის დღეები მოულოდნელ სიახლეებს მოგიტანთ, რამაც შესაძლოა გავლენა მოახდინოს სამომავლო გეგმებზე. ხუთშაბათს ბევრი იგრძნობს ოპტიმიზმისა და თავდაჯერებულობის ზრდას. გაჩნდება დიდი ხნის ოცნებების რეალიზაციისა და ახალი პროექტების დაწყების სურვილი. შესაძლებელია წარმატებული შესყიდვები ან მომგებიანი ფინანსური ტრანზაქციები.

შაბათ-კვირას ბევრი კირჩხიბი იგრძნობს განსაკუთრებულ კავშირს ბუნებასთან და სურვილი ექნება,  მეტი დრო გაატაროს გარეთ.

სასიკეთო დღეები: 22, 27.

არასასიკეთო დღე: 25.

ლომი

ხელსაყრელი პერიოდი დგება გეგმებისა და იდეების განსახორციელებლად, თუმცა შეეცადეთ იყოთ რეალისტები და არ გადააფასოთ თქვენი ძლიერი მხარეები და შესაძლებლობები. უმჯობესია თავი შორს დაიჭიროთ ხელმძღვანელებისგან და უფრო ახლოს იყოთ კოლეგებთან. სამშაბათს და ოთხშაბათს თქვენი ინტუიცია გაძლიერდება, რაც დაგეხმარებათ თავიდან აიცილოთ შეცდომები მნიშვნელოვან საკითხებში. ბევრი ლომი იგრძნობს სიცოცხლისუნარიანობისა და ენერგიის მოზღვავებას. ფინანსური მდგომარეობა გაუმჯობესდება მოულოდნელი შემოსავლის გამო. გაძლიერდება საყვარელ ადამიანებთან ურთიერთობა და გაჩნდება სურვილი, მეტი დრო გაატაროთ ოჯახთან ერთად.

შაბათ-კვირას გაიზრდება შემოქმედებითი თვითრეალიზაციის მოთხოვნილება. შესაძლებელია წარმატება ხელოვნებაში თუ სხვა შემოქმედებით სფეროებში.

სასიკეთო დღეები: 21, 24,

არასასიკეთო დღე: 25.

ქალწული

ქალწულებისთვის ეს კვირა პროფესიული მიღწევებისა და პიროვნული ზრდის დრო იქნება. კვირის დასაწყისში მოსალოდნელია სამუშაო პროცესში მოულოდნელი ცვლილებები, რაც ძალიან ხელსაყრელი აღმოჩნდება. კვირის შუა რიცხვები ნათელ ემოციებს და საუკეთესო თვისებების გამოვლენის შესაძლებლობას მოგიტანთ. ხუთშაბათს ბევრი იგრძნობს განსაკუთრებულ კავშირს წარსულთან და მოუნდება ძველი საკითხების დალაგება. ნუ ეძებთ სტანდარტულ გადაწყვეტილებებს. ნუ გადაიტანთ თქვენს გაღიზიანებას ირგვლივ მყოფებზე. აზროვნების ორიგინალობა საშუალებას მოგცემთ მარტივად გაუმკლავდეთ წარმოშობილ პრობლემებს. თქვენი ფინანსური მდგომარეობა გაუმჯობესდება, თანხის დაზოგვისა და დაგროვების შესაძლებლობები გამოგიჩნდებათ.

შაბათ-კვირა სავსე იქნება დადებითი ენერგიით და უფრო მეტი კომუნიკაციის სურვილით.

სასიკეთო დღეები: 23, 27.

არასასიკეთო დღე: 24.

სასწორი

ეს კვირა სასწორისთვის განათლებისა და თვითგანვითარების საკითხებზე გაზრდილი ყურადღებით დაიწყება. შესაძლებელია განათლებასთან ან მოგზაურობასთან დაკავშირებული მოულოდნელი შემოთავაზებები. სამშაბათს და ოთხშაბათს გაიზრდება თქვენი ანალიზისა და დაგეგმვის უნარი, რაც დაგეხმარებათ ეფექტურად გადაჭრათ მიმდინარე პრობლემები. ხუთშაბათს ახალი გეგმებისა და იდეების დრო მოდის. გექნებათ ბევრი ენერგია და საინტერესო იდეები, თავისუფლად გაუზიარეთ ისინი სხვებს. თქვენი ფინანსური მდგომარეობა სწორი დაგეგმვის წყალობით გაუმჯობესდება.

შაბათ-კვირას შესაძლებელია წარმატება შემოქმედებით საქმიანობაში. მეგობრებთან ურთიერთობა გაძლიერდება და მათ კომპანიაში მეტი დროის გატარების სურვილი გაჩნდება.

სასიკეთო დღეები: 21, 22.

არასასიკეთო დღე: 25.

მორიელი

მორიელებისთვის ეს კვირა მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების დროა. ორშაბათს ან სამშაბათს შესაძლებელია მემკვიდრეობასთან ან დიდ ფინანსებთან დაკავშირებული მოვლენები. შუა კვირაში შეიძლება მოვლენების ეპიცენტრში აღმოჩნდეთ და ყველგან მოთხოვნადი იყოთ – სამსახურშიც და სახლშიც. გაუმჯობესდება ურთიერთობა პარტნიორებთან და კოლეგებთან. ბევრი მორიელი იგრძნობს განსაკუთრებულ კავშირს სამყაროსთან და ირგვლივ მყოფების დახმარების სურვილი ექნება.

შაბათ-კვირას გაძლიერდება თქვენი შემოქმედებითი ნიჭი და ფანტაზია. ასევე შესაძლებელია კამათი საყვარელ ადამიანებთან საშინაო პრობლემების გამო, ამიტომ უმჯობესია თავისუფალი დრო განმარტოებით, მყუდრო გარემოში გაატაროთ.

სასიკეთო დღეები: 21, 24.

არასასიკეთო დღე: 26.

მშვილდოსანი

ამ კვირაში მოვლენების ცენტრში აღმოჩნდებით  და იქნებით მოთხოვნადი როგორც პროფესიულ, ისე პირად ცხოვრებაში. ორშაბათს აუცილებლად იპოვით იმ პრობლემის მოგვარების გზას, რომელიც გაწუხებთ ან წარმატებულ გამოსავალს რთული სიტუაციიდან. თავისუფლად განავითარეთ თქვენი შემოქმედებითი და პროფესიული საქმიანობები, ეს კარგ შედეგს მოიტანს. ფინანსური მდგომარეობა გაუმჯობესდება მოულოდნელი შემოსავლის გამო. გაძლიერდება საყვარელ ადამიანებთან ურთიერთობა და დიდი სურვილი გექნებათ, რომ ოჯახთან ერთად მეტი დრო გაატაროთ. შეეცადეთ, უცნობებს ზედმეტი არ მოუყვეთ საკუთარ თავზე, რათა ინტრიგებისა და ჭორების გაჩენის საფუძველი არ მისცეთ.

შაბათ-კვირას რეკომენდებულია უახლოესი მომავლისთვის კონკრეტული გეგმების შედგენა.

სასიკეთო დღეები: 23, 26.

არასასიკეთო დღე: 25.

თხის რქა

შეეცადეთ, ნათლად გაარკვიოთ, კმაყოფილი ხართ თუ არა იმ როლით, რომელსაც ამჟამად თამაშობთ? თუ არა, შეგიძლიათ მარტივად დათმოთ. მიმოიხედეთ გარშემო, შეხედეთ თქვენს ცხოვრებას ილუზიების გარეშე, რადგან დადგა კონსტრუქციული ცვლილებების მომენტი. სიტუაციაზე კონტროლის შესანარჩუნებლად დაგჭირდებათ წინდახედულობა და დაგეგმილი სამუშაოს დროულად შესრულების უნარი. მნიშვნელოვანია, არ გამოიჩინოთ სიამაყე და არ იკამათოთ გარშემო მყოფებთან. ხუთშაბათს ბევრი იგრძნობს განსაკუთრებულ კავშირს წარსულთან და მოუნდება ძველი საკითხების დალაგება. ნათესავებთან ურთიერთობა გაუმჯობესდება, საოჯახო საქმეებისთვის კი მეტი დრო დაგრჩებათ.

კვირას სავსე იქნებით დადებითი ენერგიით, ქალაქგარეთ მოგზაურობა სასიამოვნო შთაბეჭდილებებს დაგიტოვებთ.

სასიკეთო დღეები: 22, 27.

არასასიკეთო დღე: 26.

მერწყული

ამ კვირაში ბოლოს და ბოლოს შეგამჩნევენ და დაგაფასებენ, თუმცა სამშაბათს, როგორც ჩანს, შეეცდებიან სამსახურში ინტრიგებში ჩაგრთონ, ფრთხილად იყავით და თქვენი ინტერესები ბოლომდე დაიცავით. ხუთშაბათს თქვენი ენერგია და ხიბლი უამრავ ადამიანს მოიზიდავს, მაგრამ უფრთხილდით ზედმეტ ოპტიმიზმს, „ღრუბლებში ფრენას“ ნუ შეეცდებით. თქვენი ფინანსური მდგომარეობა გაუმჯობესდება სწორი დაგეგმვის წყალობით. მეგობრებთან ურთიერთობა გაძლიერდება და მათ კომპანიაში მეტი დროის გატარების სურვილი გაგიჩნდებათ.

შაბათ-კვირას შეეცადეთ მეტი დრო და ყურადღება დაუთმოთ საყვარელ ადამიანებს, მათთან ერთად დრო სასიამოვნო გარემოში გაატაროთ.

სასიკეთო დღეები: 21, 26.

არასასიკეთო დღე: 24.

თევზები

ამ კვირაში გულდასმით გაანაწილეთ თქვენი დატვირთვა, რათა შეძლოთ მაქსიმალურად გაუმკლავდეთ ყველა დავალებას. შეეცადეთ, თავიდან აიცილოთ კამათი და აურზაური.  ყველასთან ყურადღებით და ტაქტიანად მოიქცეთ, თუმცა ნუ ჩაერევით ირგვლივ მყოფი ადამიანების პრობლემებში, რადგან შეეცდებიან, ეს პრობლემები თქვენადაც აქციონ და ვეღარ დააღწევთ თავს. კვირის შუა რიცხვები მოულოდნელ სიახლეებს მოგიტანთ, რამაც შესაძლოა გავლენა მოახდინოს სამომავლო გეგმებზე. შესაძლებელია წარმატებული ინვესტიციები ან მომგებიანი ფინანსური გარიგებები. გაუმჯობესდება პარტნიორებთან და კოლეგებთან ურთიერთობა. გაჩნდება დიდი ხნის ოცნებების რეალიზაციისა და ახალი პროექტების დაწყების სურვილი.

შაბათ-კვირას კარგია მეგობრების მონახულება და შორ მანძილზე მოგზაურობა.

სასიკეთო დღეები: 23, 25.

არასასიკეთო დღე: 22.

თამთა გურული

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close