დღის თემავიდეოსაზოგადოება
წმინდა ცეცხლის გარდამოსვლა მაცხოვრის აღდგომის ტაძარში (ვიდეო)

იერუსალიმში, ქრისტეს აღდგომის ტაძარში თბილისის დროით დაახლოებით 15:35 სთ-ზე წმინდა ცეცხლის გარდამოსვლა მოხდა, რასაც მრავალი მორწმუნე და მომლოცველი ესწრებოდა სხვადასხვა ქვეყნიდან. ეს ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენაა ყველა მართლმადიდებელი ქრისტიანისთვის მთელ მსოფლიოში.
ცეცხლი, ტრადიციისამებრ, მაცხოვრის საფლავზე მდებარე კუვუკლიიდან იერუსალიმის პატრიარქმა თეოფილე III-მ გამოიტანა. წელს წმინდა ცეცხლი პატრიარქის კუვუკლიაში შესვლიდან 6 წუთის შემდეგ გადმოვიდა.
წმინდა ცეცხლს ჭეშმარიტების ნათელს უწოდებენ, რომელიც სიმბოლურად იესო ქრისტეს აღდგომას განასახიერებს.
მაცხოვრის საფლავი იერუსალიმში, აღდგომის ტაძარში მდებარეობს, რომელიც IV საუკუნეში დედოფალ ელენეს ბრძანებით აშენდა.
კომენტარები