აპრილში მოსალოდნელია მაგნიტური შტორმის სამი დიდი ტალღა
მაგნიტური ქარიშხლების კალენდარი 2025 წლის აპრილისთვის

2025 წლის აპრილი „გვპირდება“, რომ მდიდარი იქნება მაგნიტური შტორმებით. დედამიწას შეიძლება თავს დაატყდეს მინიმუმ სამი დიდი ტალღა და რამდენიმე ზომიერი ქარიშხალი. იქნება სიმშვიდის ხანმოკლე პერიოდებიც.
გთავაზობთ მაგნიტური ქარიშხლების დეტალურ პროგნოზს 2025 წლის აპრილისთვის.
1-4 აპრილს მოსალოდნელია 3-ბალიანი ზომიერი მაგნიტური შტორმი, რაც გამოიწვევს მაგნიტური ველის უმნიშვნელო დარღვევას.
5 აპრილს მაგნიტური ქარიშხალი 5 ბალამდე გაძლიერდება, რაც მნიშვნელოვან გავლენას მოახდენს დედამიწის მაგნიტურ ველზე.
6-7 აპრილს ქარიშხალი ოდნავ შესუსტდება და 4 ბალამდე დაიკლებს.
8-10 აპრილს ის კვლავ 5 ბალამდე გაიზრდება. მზის მაღალმა აქტივობამ შეიძლება გამოიწვიოს შეფერხება სატელიტური სისტემების მუშაობაში და ამინდისადმი მგრძნობიარე ადამიანებმა შესაძლოა თავის ტკივილი, სისუსტე და გაზრდილი დაღლილობა იგრძნონ.
11-14 აპრილს ქარიშხალი 4 ბალამდე შესუსტდება, თუმცა უსიამოვნო სიმპტომები შენარჩუნდება.
15 აპრილს მისი ინტენსივობა 3 ბალამდე შემცირდება და მზის აქტივობის ეს საშუალო დონე გავლენას არ მოახდენს ადამიანთა უმეტესობაზე, თუმცა ამინდის მიმართ მგრძნობიარეებმა შეიძლება მცირე დისკომფორტი მაინც იგრძნონ.
16-დან 20 აპრილამდე მაგნიტური ქარიშხალი თანდათან ჩაცხრება და 2-ბალიან დონეს მიაღწევს.
21 აპრილს ქარიშხალი კვლავ გააქტიურდება და 4 ბალამდე აიწევს.
22 აპრილს ის 5 ბალამდე გაიზრდება და პიკს მიაღწევს.
23 აპრილს აქტივობის დონე 3 ბალამდე დაეცემა.
24 აპრილს შტორმი კვლავ 5 ბალამდე გაძლიერდება.
25 აპრილს მოსალოდნელია 4-ბალიანი შტორმი.
26-27 აპრილს მაგნიტური ქარიშხალი 2 ბალამდე შემცირდება და ამ დღეებში ატმოსფერული პირობები დასტაბილურდება, რაც ადამიანთა უმრავლესობას საშუალებას მისცემს, თავი კომფორტულად იგრძნოს.
როგორც ექსპერტები გვაფრთხილებენ, ეს წინასწარი პროგნოზია და შესაძლოა შეიცვალოს ერთი თვის განმავლობაში.
მაგნიტური ქარიშხლის ადამიანზე ზემოქმედების ყველაზე გავრცელებული სიმპტომებია:
- თავის ტკივილი
- სისუსტე
- თავბრუსხვევა
- გულისრევა
- სახსრებისა და კუნთების ტკივილი
- არტერიული წნევის მკვეთრი ცვალებადობა
- ძილის დარღვევები (უძილობა ან ძილიანობა)
- ძლიერი დაღლილობის შეგრძნება
როგორ დავიცვათ თავი მაგნიტური ქარიშხლის უარყოფითი გავლენისგან
- გააკონტროლეთ არტერიული წნევა;
- თან გქონდეთ აუცილებელი წამლები (ვისაც გულ-სისხლძარღვთა დაავადებები გაწუხებთ);
- თავიდან აიცილეთ სტრესი და ნეგატიური ემოციები;
- შეზღუდეთ მავნე, არაჯანსაღი საკვები, ალკოჰოლი და სიგარეტი, რაციონი გაამდიდრეთ ხილით და ბოსტნეულით;
- დალიეთ დღეში მინიმუმ 1,5-2 ლიტრი სითხე სხეულის წონის მიხედვით, უმეტესად წყალი, აგრეთვე, ახალი კომპოტები – სასურველია უშაქროდ, თუ ტკბილს ვერ ელევით, თაფლით დაატკბეთ;
- რეგულარულად გაანიავეთ ოთახი, განსაკუთრებით ძილის წინ;
- მეტი იმოძრავეთ, თუ ფიზიკურ ვარჯიშს ვერ შეძლებთ, სუფთა ჰაერზე ფეხით ისეირნეთ, რაც მეტხანს, მით უკეთესი. გაითვალისწინეთ, რომ რეგულარულობას დიდი მნიშვნელობა აქვს.
განსაკუთრებული გაფრთხილება
ექსტრემალური კოსმოსური და გეოფიზიკური სიტუაციები განსაკუთრებულ ზემოქმედებას ახდენს ბავშვებზე. როგორც დაკვირვებებმა აჩვენა, ამ დროს ბავშვებს უვითარდებათ ნერვული, ენდოკრინული, გულსისხლძარღვოვანი, სასუნთქი და სხვა სისტემების ფუნქციონალური მოშლა.
ამასთან, მოზარდი განიცდის დისკომფორტს, რომელსაც ვერ ხსნის. თავს იჩენს ძილის რეჟიმის მოშლა, მოუსვენრობა, ტირილი, ეკარგება მადა, შესაძლოა აუწიოს ტემპერატურამ.
ამ დროს ბავშვს მშობლებისა და ახლობლების დიდი ყურადღება სჭირდება, ვინაიდან ასეთ მომენტებში შეიძლება იგი ძალიან აღგზნებული და აგრესიული გახდეს, გაუჭირდეს ყურადღების კონცენტრაცია და საშინაო დავალებების შესრულება.
თუ ამ პერიოდში მშობლები თუ პედაგოგები ბავშვს სათანადოდ არ მოექცევიან და ვერ გაუგებენ მას, მოზარდის უარყოფითი ემოციური ფონი კიდევ უფრო გაძლიერდება და შესაძლოა კონფლიქტური სიტუაციებიც კი წარმოიშვას.
კომენტარები