საქართველოსპორტი

„ბორჯღალოსნები“ ევროპის 17-გზის ჩემპიონები არიან! – რაგბი ჩვენი თამაშია

საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა „რაგბი ევროპის“ ჩემპიონის ტიტული ზედიზედ მერვედ, მთლიანობაში კი მეჩვიდმეტედ მოიპოვა.

„ბორჯღალოსნები“ „რაგბი ევროპის“ ფინალში ესპანეთს დაუპირისპირდნენ. საქართველოს ეროვნულმა გუნდმა მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე ესპანელები ანგარიშით 46:28 დაამარცხა. „რაგბი ევროპის“ ფინალს თბილისმა პირველად უმასპინძლა.

საქართველოს ნაკრებმა მეტოქეს ერთმანეთზე უკეთესი, ლამაზი ლელოები დაუდო, ვანო კარკაძემ და აკაკი ტაბუცაძემ ჰეთთრიკი შეასრულეს, აკაკიმ კი სანაკრებო კარიერაში 50-ე ლელო (51 თამაშში) მიითვალა.

ეს ქართული რაგბის კიდევ ერთი ისტორიული მიღწევაა – აკაკი ტაბუცაძე 50 ლელოთი მსოფლიოს მელელოვეთა ექვსეულში შევიდა და ლეგენდარულ რორი ანდერვუდს გაუთანაბრდა.

ბექა გორგაძემ „ბორჯღალოსნების“ რიგებში 50-ე მატჩი ჩაატარა, სანდრო თოდუამ კი ნაკრების მაისურა 120-ედ მოირგო და ყველა დროის რეკორდსმენობამდე 3 მატჩი აშორებს (რეკორდსმენი დავით კაჭარავაა 122 მატჩით).

პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძისა და პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილის ერთობლივი წარდგინების საფუძველზე, საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა მორაგბეთა ეროვნული ნაკრების წევრები, მწვრთნელები, პერსონალი და რაგბის კავშირის ხელმძღვანელი პირები ღირსების ორდენებითა და ღირსების მედლებით დააჯილდოვა.

საქართველოს სახელმწიფო ჯილდოები სპორტსმენებს განსაკუთრებული სპორტული მიღწევებისთვის – კერძოდ, 2022 წელს იტალიისა და უელსის მორაგბეთა ნაკრებებთან გამართულ შეხვედრებში ისტორიული გამარჯვებების მოპოვებისთვის გადაეცათ.

ნუცა ყაველაშვილი

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close