ჰოროსკოპი

ჰოროსკოპი: კვირის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის,  10-16 მარტი

ეს კვირა ყვავილობის და თვითრეალიზაციის პერიოდია. თავისუფლად ისწავლით რაიმე ახალს და პირნათლად შეასრულებთ დავალებას, რასაც პირველად აკეთებთ. გამოცდილება საუკეთესო ნაბიჯია კარმული გამოცდების წარმატებით ჩასაბარებლად. თუ საკუთარი თავის გჯერათ, სიყვარულის და ბარაქას მიიზიდავთ. ამ კვირაში შეგიძლიათ გახსნათ ახალი ბიზნესი, დაესწროთ საქმიან შეხვედრებს და გამართოთ სხვადასხვა თემატური კონფერენცია. თუ საჯარო გამოსვლის შიში გაქვთ, თავდაჯერებულობაზე იმუშავეთ და ყველაფერი გამოგივათ.

ეს კვირა ასევე მნიშვნელოვანი პერიოდი იქნება თქვენთვის პირადი ურთიერთობების გასაანალიზებლად. კვირის დასაწყისში  საშუალება გექნებათ,  ობიექტურად შეხედოთ თქვენს ურთიერთობას და პარტნიორს. ეს პერიოდი ზოგიერთი წყვილისთვის გარდამტეხი გახდება – ზოგი გააძლიერებს ურთიერთობას, ზოგი კი მიხვდება, რომ დაშორების დროა. რაც შეეხება ახალ ნაცნობებს, უმჯობესია, კვირის მეორე ნახევარში თავი შეიკავოთ რომანტიკული შეხვედრებისგან. გაზრდილი ფიზიკური მიზიდულობის მიუხედავად, ნაკლებად სავარაუდოა, რომ ასეთი კავშირებმა სერიოზული ურთიერთობა გამოიწვიოს.

ფრთხილად იყავით ფინანსებთან დაკავშირებით, განსაკუთრებით მაშინ, როცა საქმე დიდ თანხებს ეხება, მაგრამ ეს შესანიშნავი დროა თვითანალიზისა და შინაგანი ზრდისთვის – ყურადღება მიაქციეთ სულიერ განვითარებას და თვითშემეცნებას.

ვერძი

ამ კვირაში შესაძლებლობა გექნებათ, მოაგვაროთ მიმდინარე საქმეები, გააუმჯობესოთ ურთიერთობა კოლეგებთან და ნაცნობებთან, ასევე, მოაწესრიგოთ ისეთი საბუთები, რომლებსაც აქამდე არასდროს შეხებიხართ. ოღონდ არ იჩქაროთ, მოუსმინეთ თქვენს ინტუიციას და რთული სიტუაციიდან კარგ გამოსავალს მოძებნით. თქვენი სოციალური წრე მნიშვნელოვნად გაფართოვდება. შეეცადეთ, მართოთ თქვენი დრო ისე, როგორც თქვენ გსურთ და არა ისე, როგორც სხვები, თუნდაც თქვენი საყვარელი ადამიანები მოელიან.

შაბათ-კვირას დაღლილობის გრძნობა გაივლის და თქვენი აღქმა თქვენ გარშემო არსებულ სამყაროზე უკეთესობისკენ შეიცვლება.

სასიკეთო დღეები: 11, 15.

არასასიკეთო დღე: 12.

კურო

უფრთხილდით ნაჩქარევი გადაწყვეტილების მიღებას ყველა გარემოების ცოდნის გარეშე. ამ კვირაში შესაძლოა სხვისი მანიპულაციის მსხვერპლი გახდეთ. შესაძლოა თქვენი რაიმე საიდუმლო გახდეს საზოგადოებისთვის ცნობილი, რაც კოლეგებთან ურთიერთობაში დაძაბულობას გამოიწვევს. ეცადეთ, იყოთ უფრო თავშეკავებული ემოციების გამოვლენაში, ბევრი არ ისაუბროთ საკუთარ თავზე. სამშაბათს მოგზაურობები და მივლინებები წარმატებული იქნება. ხუთშაბათს მოუსმინეთ კოლეგების რჩევებს.

შაბათ-კვირას შეეცადეთ, გადახედოთ თქვენს საყვარელ ადამიანებთან ურთიერთობას, შესაძლოა მათ მიმართ გადაჭარბებული მოთხოვნები გქონდეთ. ასევე, იზრუნეთ საოჯახო საქმეებზე.

სასიკეთო დღეები: 12, 14.

არასასიკეთო დღე: 13.

ტყუპი

საკმაოდ აქტიური, მოვლენებით დატვირთული კვირა გელით. განახორციელეთ თქვენი გეგმები და იდეები ყოველგვარი ყოყმანის გარეშე, თუნდაც თქვენ გარდა არავის სჯეროდეს მათი. სიტუაციამ შეიძლება ხელი შეუწყოს სერიოზული და საპასუხისმგებლო გადაწყვეტილებების მიღებას, არ ინერვიულოთ, აუცილებლად მიაღწევთ სანუკვარ მიზანს. დაგჭირდებათ ისეთი თვისებები, როგორიცაა მონდომება და აქტიურობა.

შაბათ-კვირას საყვარელი ადამიანი სულს გაგითბობთ ზრუნვით, ასევე, დადებითად აისახება თქვენს განწყობაზე მეგობრებთან შეხვედრები და მათთან ერთად დროის გატარება.

სასიკეთო დღეები: 10, 13.

არასასიკეთო დღე: 12.

კირჩხიბი

ეს კვირა შეიძლება გაატაროთ ბიზნესის სიამოვნებასთან შერწყმის დევიზით. შანსი გაქვთ, მაქსიმალურად გამოავლინოთ საკუთარი შესაძლებლობები, მონაწილეობა მიიღოთ სერიოზულ ღონისძიებებში. მიეცით თქვენს საყვარელ ადამიანებს ახალი იდეა, მაგრამ ეცადეთ, ეს გონივრულად გააკეთოთ. არ დაგავიწყდეთ თქვენი დაპირებების შესრულება. მეტი დრო გაატარეთ შვილებთან. განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ საკუთარ ჯანმრთელობას. შეეცადეთ, დაასრულოთ დაგროვილი ამოცანები, წინასწარ იფიქრეთ იმაზე, თუ რა შეიძლება გაკეთდეს.

შაბათ-კვირას კომუნიკაცია ჩვეულებრივზე მეტად ინტენსიური იქნება, შეეცადეთ, დასვენებაც მოახერხოთ.

სასიკეთო დღეები: 10, 15.

არასასიკეთო დღე: 11.

ლომი

რაციონალურობა და ემოციების დაბალანსების უნარი თქვენი პოტენციალის გამოვლენის საშუალებას მოგცემთ. ცვლილებების დრო მოდის, ბევრი საინტერესო სამუშაო შემოთავაზება გექნებათ, მაგრამ საბოლოო გადაწყვეტილების მიღება არ იჩქაროთ. ამდენი მაცდური პერსპექტივით ადვილია რაიმე მნიშვნელოვნის გამოტოვება. ბიზნესპარტნიორებთან ურთიერთობისას მოუსმინეთ კრიტიკას, ნუ იჩქარებთ განაწყენებას, კარგად დაფიქრდით და სწორი დასკვნები გამოიტანეთ.  არჩევანს პირად ცხოვრებაში, რომლის წინაშეც დგახართ, შეუძლია თქვენი მომავალი ბედი შეცვალოს.

შაბათ-კვირას გულგრილობა დაგაზარალებთ, ამიტომ მოუსმინეთ საყვარელ ადამიანებს და არ გამოტოვოთ მნიშვნელოვანი ინფორმაცია.

სასიკეთო დღეები: 10, 14.

არასასიკეთო დღე: 12.

ქალწული

ამ კვირაში თქვენი აქტიურობა ბრძოლაში არ უნდა გადაიზარდოს. ეს დადებით როლს შეასრულებს თქვენი ფინანსური მდგომარეობის სტაბილიზაციაში. როდესაც ხუთშაბათს  გრანდიოზული პროექტებით გაგიჩნდებათ ცდუნება, ნუ მოგერიდებათ კითხვების დასმა დეტალების გასარკვევად. სურვილი, გამოირჩეოდეთ და მიაღწიოთ იმას, რაც გსურთ, სანუკვარ მიზნამდე მიგიყვანთ. თუმცა წარმატების მიღწევაში ძველი ხერხები და მეთოდები აღარ გადგებათ, საჭიროა არსებულ მეთოდებში სიახლეების შეტანა.

ამ შაბათ-კვირას შეასრულეთ თქვენი საცხოვრებელი გარემოს გაუმჯობესების სამუშაოები. მცირედი ცვლილებებითაც კი ის კიდევ უფრო მყუდრო და მიმზიდველი გახდება.

სასიკეთო დღეები: 13, 15.

არასასიკეთო დღე: 11.

სასწორი

თქვენთვის საინტერესო კვირაა, როდესაც შეძლებთ აქტიურად და ხალისით იმუშაოთ და პირადი ცხოვრება მოაწყოთ. დიდი ენერგია გაქვთ, ამიტომ ბევრ რამეში წარმატებას მიაღწევთ. ახალ ნაცნობებს შეუძლიათ მნიშვნელოვანი როლი შეასრულონ თქვენი იდეების განხორციელებაში და საერთოდ, თქვენს ცხოვრებაში. შეეცადეთ ნაკლები ისაუბროთ და მეტი მოუსმინოთ. თუ კამათში მონაწილეობას თავიდან ვერ აიცილებთ, ეცადეთ ასეთ სიტუაციაში ნეიტრალური პოზიცია დაიკავოთ. მეგობრები სიამოვნებით დაგეხმარებიან, შეგიძლიათ დაეყრდნოთ მათ რჩევებს, დროს და ფინანსებსაც კი.

ამ შაბათ-კვირას ბევრი რამ იქნება დამოკიდებული თქვენს ინიციატივაზე, მოიფიქრეთ და სურვილები აისრულეთ.

სასიკეთო დღეები: 11, 14.

არასასიკეთო დღე: 10

მორიელი

ამ კვირაში შეძლებთ იმაზე გაცილებით მეტი თანხის გამომუშავებას, ვიდრე ელოდით.  ახლა ძალიან ნაყოფიერი დროა. ვარსკვლავები სასიამოვნო სიურპრიზს შემოგთავაზებენ და ეს განსაკუთრებით პირველ სამ დღეს არის მოსალოდნელი. თუ გსურთ მოგებული დარჩეთ, ეს კვირა ამ დრომდე გადაუჭრელი პრობლემების მოგვარებას მოახმარეთ. შეეცადეთ გულდასმით გააანალიზოთ მომხდარი მოვლენები და არ მიიღოთ ნაჩქარევი გადაწყვეტილებები.

კვირას შესაძლოა ნათესავებთან ურთიერთობაში სირთულეები შეგექმნათ, მაგრამ სიყვარულში გაგიმართლებთ.

სასიკეთო დღეები: 10, 16.

არასასიკეთო დღე: 11.

მშვილდოსანი

რთული კვირა გვიახლოვდება, რადგან ბევრი რამ დაგროვდა და  უმჯობესია არაფერი აღარ გადადოთ. კვირის დასაწყისში კონკურენტებმა ან კოლეგებმა შესაძლოა არახელსაყრელ მდგომარეობაში ჩაგაყენონ, მაგრამ თქვენი გონიერებით და მოთმინებით ყველაფერი სწრაფად დადგება თავის ადგილზე. ზოგიერთი წარუმატებლობა ბიზნესში არ გახდება დაბრკოლება. შუა კვირაში ყველა გარემოება უკეთესობისკენ შეიცვლება. პარასკევს  ინტუიცია გიკარნახებთ სწორ გადაწყვეტილებას არსებულ სიტუაციაში. ნებისმიერი კონფლიქტი შეიძლება დაიძლიოს, თუ გადაწყვეტის ძიებას შემოქმედებითად მიუდგებით.

დასვენების დღეებში ჯობს არაფერი შეიძინოთ.

სასიკეთო დღეები: 11, 15.

არასასიკეთო დღე: 14.

თხის რქა

ამ კვირაში სამსახურში შესაძლოა ახალი შემოქმედებითი იდეები გაგიჩნდეთ, რომლებიც სწრაფად გაცოცხლდება. გაუმჯობესდება კოლეგებთან ურთიერთობა, რაც გუნდში პოზიტიურ ატმოსფეროს ქმნის. მოულოდნელი ნაცნობობა შესაძლოა ვნებიანი რომანის დასაწყისი იყოს. შეეცადეთ, გულწრფელი იყოთ საკუთარ თავთან და ირგვლივ მყოფებთან. ყველას უნდა დაუმტკიცოთ, რომ შეუცვლელი ხართ, მაგრამ ამპარტავნებას ნუ გამოიჩენთ. ზოგიერთ სიტუაციაში თავდასხმის ტაქტიკამ შეიძლება წარმატება მოგიტანოთ, მაგრამ არ გადაამლაშოთ, თორემ ყველაფერს გააფუჭებთ.

შაბათ-კვირას ვარსკვლავები განსაკუთრებულ დაფიქრებასა და წინდახედულების გამოჩენას გირჩევენ.

სასიკეთო დღეები: 14, 15.

არასასიკეთო დღე: 10.

მერწყული

ამ კვირამ შეიძლება მოიტანოს დიდი ემოცია და წარმატებები. ოთხშაბათს ნებისმიერი ბიზნესი წარმატებული იქნება თქვენთვის და თითქმის ყველა ოცნება შეიძლება ახდეს, თუ, რა თქმა უნდა, არ მოგიწევთ სხვისი ინტერესების შელახვა ამის მისაღწევად.  დროა შეასრულოთ ძველი დაპირებები, შეეცადეთ, ეს ისე გააკეთოთ, რომ უნებურადთქვენი საყვარელი ადამიანები არ განაწყენოთ. მარტოხელა მერწყულებმა დროა პირადი ცხოვრების მოწყობაზე იზრუნონ.

შაბათ-კვირას  შეიძლება თქვენი სოციალური წრის შეცვლის დაუძლეველი სურვილი გქონდეთ, დიდია  სულიერად ახლობელ ადამიანებთან შეხვედრის ალბათობა.

სასიკეთო დღეები: 13, 15.

არასასიკეთო დღე: 12.

თევზები

ამ კვირაში ზედმეტი ვალდებულებების ტვირთს მხრებიდან მოიხსნით. კვირის ყველაზე მნიშვნელოვანი დღე შეიძლება იყოს ხუთშაბათი, უბრალოდ, გაარკვიეთ რის მიღწევა გსურთ უახლოეს მომავალში და ჯიქურ იარეთ ამ მიზნისკენ, მიუხედავად სირთულეებისა. შუა კვირაში სხვადასხვა სახის შეხვედრები და ურთიერთობები გელოდებათ, რაც ახალი აღმაფრენის წყაროდ იქცევა. ეს პერიოდი კარგია პირადი ურთიერთობების გაღრმავებისა და მოწესრიგებისთვის.

შაბათ-კვირას დაისვენეთ და განიტვირთეთ კომფორტულ გარემოში.

სასიკეთო დღეები: 13, 14.

არასასიკეთო დღე: 11.

თამთა გურული

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close