ჯანმრთელობარჩევები

ინფორმაცია ტატუირების მოყვარულთათვის – რა ზომის ტატუ უკავშირდება კიბოს რისკის ზრდას

ბოლო ათი წელია, ევროპაში ყურადღება მიიქცია ტატუს მელანში შემავალმა სახიფათო ქიმიურმა ნივთიერებებმა. პარალელურად, კვლევები აჩვენებს, რომ კანში შეყვანილი მელანი მხოლოდ იქ არ რჩება.

დანიელი მეცნიერების კვლევის თანახმად, მელანი, რომელსაც ტატუირების დროს იყენებენ, ლიმფურ კვანძებში გროვდება, რაც შესაძლოა სიმსივნის წარმოქმნის რისკთან იყოს დაკავშირებული, – წერს ჟურნალი BMC Public Health-ი. 

სპეციალისტების თქმით, მსგავსი რისკი იმის გამო იზრდება, რომ მელანი არა მხოლოდ ინიექციის ადგილას რჩება, არამედ ლიმფურ კვანძებშიც გადადის, რომლებიც ორგანიზმს მავნე ნივთიერებებისგან იცავენ.

მეცნიერები შეშფოთებულები არიან იმ ფაქტით, რომ მელანს, რომელსაც ტატუირების დროს იყენებენ, ლიმფურ კვანძებში ანთებითი პროცესის გამოწვევა შეუძლიათ, რაც სიმსივნის წარმოქმნის რისკს ზრდის.

მკვლევრებმა გამოიყენეს დანიის Danish Twin Tattoo Cohort-ის ბაზები, რომელიც შეიცავს ინფორმაციას 5900-ზე მეტი დანიელი ტყუპის შესახებ. ამ მონაცემებმა მათ საშუალება მისცა, შეედარებინათ საერთო გენეტიკური და საერთო ეკოლოგიური ფაქტორების წყვილები, სადაც ერთ ტყუპისცალს ჰქონდა ტატუ, მეორეს კი – არა.

სპეციალისტების თქმით, დიდი მნიშვნელობა აქვს, ასევე, ტატუს სიდიდეს. კერძოდ, სიმსივნის რისკი იმ შემთხვევაში იზრდება, როდესაც ტატუ ხელისგულზე დიდი ზომისაა.

არანაკლებ საფრთხის შემცველია ტატუს ლაზერული მოცილების პროცედურა, რომელიც შეიძლება კიბოს გამომწვევი ნივთიერებების, კანცეროგენების წარმოქმნის მიზეზი გახდეს. ამის შესახებ ფლინდერსის უნივერსიტეტის ვებგვერდი იტყობინება.

„ტატუს მოცილების პროცესის დროს გამოვავლინეთ ტოქსიკური ნაერთები, რომლებიც მელნისგან  გამოიყოფა. ეს ნივთიერებები აზიანებენ დნმ-ს, გავლენას ახდენენ ნაყოფიერებაზე, ხელს უშლიან ჩასახვას და კიბოსაც კი იწვევენ“, – აცხადებენ მეცნიერები.

ტატუირების შესახებ რაიმე სახის რეკომენდაცია მხოლოდ ერთ კვლევაზე დაყრდნობით უმართებულოა. ამისათვის საჭიროა უფრო მეტი კვლევა. თუმცა მნიშვნელოვანია, ტატუს მქონეებმა იცოდნენ, რომ მას შეიძლება ჯანმრთელობაზე ჰქონდეს გავლენა და დაუყოვნებლივ მიმართონ ექიმს, თუ ტატუსთან დაკავშირებული რაიმე სიმპტომები შენიშნეს.

მანანა ბანძელაძე

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close