მაგნიტური ქარიშხლები და სახიფათო დღეები 2025 წლის მარტში

ბევრი ჩვენგანისთვის მაგნიტური ქარიშხალი არ არის მხოლოდ ასტრონომიული ფენომენი, ეს არის ფაქტორი, რომელიც გავლენას ახდენს ჩვენს ჯანმრთელობასა და განწყობაზე. კარგი ამბავი ის არის, რომ გაზაფხულის პირველ თვეს რაიმე სერიოზული გეომაგნიტური რყევები მოსალოდნელი არ არის, მაგრამ მაგნიტოსფეროსადმი მგრძნობიარე ადამიანებმა ყურადღება უნდა მიაქციონ მარტის რამდენიმე დღეს.
ფაქტია, რომ მზის გაზრდილი აქტივობის პერიოდში მაგნიტური ქარიშხლების მიმართ მგრძნობიარე ადამიანების ჯანმრთელობა უარესდება, ამიტომ მაგნიტური ქარიშხლების თარიღების ცოდნა მხოლოდ ცნობისმოყვარეობის დაკმაყოფილება კი არ არის, არამედ თავის დაზღვევის შესაძლებლობაა.
თვის დასაწყისში ამინდზე დამოკიდებულ ადამიანებს შეუძლიათ მოდუნდნენ, რადგან დედამიწის მაგნიტოსფეროც მოდუნებულია. 3-დან 9 მარტამდე მშვიდი გეომაგნიტური ფონია..
11 და 12 მარტი – საშუალო ინტენსივობის 3-5-ბალიანია მაგნიტური ქარიშხალი .
14 და 15 მარტი – 5-6 ბალი სიძლიერის მაგნიტური ქარიშხალი, მაგრამ რამდენიმე საათიანი ხანმოკლე შემოტევებია მოსალოდნელი.
თვის მაგნიტური შტორმების საბოლოო სერია 26-დან 28 მარტამდე იქნება, თუმცა ის წინაზე ოდნავ სუსტად გამოვლინდება.
როგორც ექსპერტები გვაფრთხილებენ, ეს წინასწარი პროგნოზია და შესაძლოა შეიცვალოს ერთი თვის განმავლობაში.
მაგნიტური ქარიშხლის ადამიანზე ზემოქმედების ყველაზე გავრცელებული სიმპტომებია:
- თავის ტკივილი
- სისუსტე
- თავბრუსხვევა
- გულისრევა
- სახსრებისა და კუნთების ტკივილი
- არტერიული წნევის მკვეთრი ცვალებადობა
- ძილის დარღვევები (უძილობა ან ძილიანობა)
- ძლიერი დაღლილობის შეგრძნება
როგორ დავიცვათ თავი მაგნიტური ქარიშხლის უარყოფითი გავლენისგან
- გააკონტროლეთ არტერიული წნევა;
- თან გქონდეთ აუცილებელი წამლები (ვისაც გულ-სისხლძარღვთა დაავადებები გაწუხებთ);
- თავიდან აიცილეთ სტრესი და ნეგატიური ემოციები;
- შეზღუდეთ მავნე, არაჯანსაღი საკვები, ალკოჰოლი და სიგარეტი, რაციონი გაამდიდრეთ ხილით და ბოსტნეულით;
- დალიეთ დღეში მინიმუმ 1,5-2 ლიტრი სითხე სხეულის წონის მიხედვით, უმეტესად წყალი, აგრეთვე, ახალი კომპოტები – სასურველია უშაქროდ, თუ ტკბილს ვერ ელევით, თაფლით დაატკბეთ;
- რეგულარულად გაანიავეთ ოთახი, განსაკუთრებით ძილის წინ;
- მეტი იმოძრავეთ, თუ ფიზიკურ ვარჯიშს ვერ შეძლებთ, სუფთა ჰაერზე ფეხით ისეირნეთ, რაც მეტხანს, მით უკეთესი. გაითვალისწინეთ, რომ რეგულარულობას დიდი მნიშვნელობა აქვს.
განსაკუთრებული გაფრთხილება
ექსტრემალური კოსმოსური და გეოფიზიკური სიტუაციები განსაკუთრებულ ზემოქმედებას ახდენს ბავშვებზე. როგორც დაკვირვებებმა აჩვენა, ამ დროს ბავშვებს უვითარდებათ ნერვული, ენდოკრინული, გულსისხლძარღვოვანი, სასუნთქი და სხვა სისტემების ფუნქციონალური მოშლა.
ამასთან, ბავშვი განიცდის დისკომფორტს, რომელსაც ვერ ხსნის. თავს იჩენს ძილის რეჟიმის მოშლა, მოუსვენრობა, ტირილი, ეკარგება მადა, შესაძლოა აუწიოს ტემპერატურამ.
ამ დროს ბავშვს მშობლებისა და ახლობლების დიდი ყურადღება სჭირდება, ვინაიდან ასეთ მომენტებში შეიძლება ძალიან აღგზნებული და აგრესიული გახდეს, გაუჭირდეს ყურადღების კონცენტრაცია და საშინაო დავალებების შესრულება.
თუ ამ პერიოდში მშობლები თუ პედაგოგები ბავშვს სათანადოდ არ მოექცევიან და ვერ გაუგებენ მას, მოზარდის უარყოფითი ემოციური ფონი კიდევ უფრო გაძლიერდება და შესაძლოა კონფლიქტური სიტუაციებიც კი წარმოიშვას.
კომენტარები