ეკონომიკასაზოგადოება

მიუნხენის აეროპორტში 1600-ზე მეტი რეისი გაუქმდება – როდემდე გაგრძელდება გაფიცვა

მიუნხენის აეროპორტის თანამშრომლების გაფიცვის გამო 27 და 28 თებერვალს აეროპორტში რეისების უმეტესობა გაუქმდება.

აეროპორტის ოპერატორი კომპანიის ინფორმაციით, ავიაკომპანიები, სავარაუდოდ, დაახლოებით 1600-ზე მეტ რეისს გააუქმებენ. მგზავრებს ურჩევენ, მიმართონ თავიანთ ავიაკომპანიებს რეისების შესახებ უფრო კონკრეტული ინფორმაციის მისაღებად.

გამაფრთხილებელი გაფიცვა 27 თებერვალს შუაღამისას დაიწყება და 48 საათის განმავლობაში გაგრძელდება.

მიუნხენის აეროპორტი გერმანიის ერთ-ერთი ყველაზე დატვირთული სატრანსპორტო კვანძია. კვირის დასაწყისში პროფკავშირებმა გაფიცვისკენ ასევე მოუწოდეს კიოლნი/ბონისა და დიუსელდორფის აეროპორტების თანამშრომლებს.

პროფკავშირები შრომითი პირობების გაუმჯობესებას გერმანიის საჯარო სექტორში დასაქმებულებისთვისაც ითხოვენ.

მოთხოვნები მოიცავს ხელფასის 8%-ით გაზრდას, ასევე, დამატებით სამ ანაზღაურებად უქმე დღეს.

მანანა ბანძელაძე

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close