საზოგადოებასაბერძნეთი

ავარიული დაშვება ათენის აეროპორტში – რა მოხდა easyJet-ის ბორტზე

easyJet-ის თვითმფრინავი, რომელიც ეგვიპტის ქალაქ ჰურგადიდან მანჩესტერში მიფრინავდა, იძულებული გახდა, ათენში ავარიულად დაშვებულიყო, რადგან ფრენის დროს ერთ-ერთმა პილოტმა გონება დაკარგა და სასწრაფო სამედიცინო დახმარება დასჭირდა. ინფორმაციას dailymail-ი ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, ბორტგამცილებლებმა მგზავრებს ჰკითხეს, ჰქონდა თუ არა ვინმეს სამედიცინო მომზადება პირველადი დახმარების გასაწევად. ამის შემდეგ მათ 3 მგზავრი დაეხმარა. როდესაც მგზავრებისთვის ცნობილი გახდა, რომ სამედიცინო დახმარება პილოტს – ეკიპაჟის კაპიტანს სჭირდებოდა, რომელმაც გონება დაკარგა, ყველა შეშფოთდა და აღელდა. ერთ-ერთ მგზავრს პანიკური შეტევა დაემართა, რის გამოც ჟანგბადის ნიღაბი დასჭირდა.

ამის შემდეგ თვითმფრინავის ეკიპაჟმა მგზავრებს გამოუცხადა, რომ აუცილებელი იყო ავარიული დაშვების განხორციელება.

მედიის ცნობით, თვითმფრინავის ავარიული დაშვება ათენის აეროპორტში, „ძალიან რთული და საშიში“, მხოლოდ ერთმა პილოტმა განახორციელა. აეროპორტში თვითმფრინავს დახვდა სახანძრო, პოლიციის და სასწრაფო დახმარების უამრავი მანქანა. ბორტზე პარამედიკოსები ავიდნენ და პირველადი სასწრაფო-სამედიცინო დახმარება გაუწიეს პილოტს, რომელიც თავს შეუძლოდ გრძნობდა.

მგზავრებს ათენის აეროპორტში ერთი ღამის გატარება მოუწიათ და მეორე დღეს მანჩესტერში სხვა რეისით გაფრინდნენ.

ნინო ხოშტარია

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close