რომი, 30 იანვარი 2025 – იტალიის კროტონეს სახელმწიფო პოლიციამ ჩაატარა სპეცოპერაცია, რომლის შედეგადაც დააკავეს ცხრა პირი. დაკავებულები ბრალდებულნი არიან ქართველი მოქალაქეების შრომითი ექსპლუატაციისთვის ორგანიზებული სქემის მართვაში. ამის შესახებ stranieriinitalia.it – იუწყება.
დაკავებულთა შორის შვიდი ქართველი და ორი იტალიელია. ოთხი პირი გადაყვანილია ციხეში, ხოლო ხუთს შინაპატიმრობა შეეფარდა. გამოძიებამ გამოავლინა კრიმინალური სქემა, რომელიც ქართველი მუშახელის რეკრუტირებას, იტალიაში მათ არალეგალურ შეყვანასა და მძიმე პირობებში შრომის იძულებას ემსახურებოდა.
იტალიის სამართალდამცველებმა საქმის სიმძიმეს გაუსვეს ხაზს და აღნიშნეს, რომ ასეთი შემთხვევები სოციალურ პრობლემას წარმოადგენს, რომელიც მოითხოვს კონტროლსა და მკაცრ რეაგირებას.
„კატანძაროს მაფიის“ წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველო და კროტონეს პოლიცია აგრძელებენ კრიმინალური ქსელების იდენტიფიცირებას, რათა დააკავონ დანარჩენი დამნაშავეები და უზრუნველყონ მსხვერპლთა დაცვა.
primetime.ge
კომენტარები