საშობაო სოფელი ჰაერში? – გინესის რეკორდი 5000-მდე დრონით დაამყარეს (ვიდეო)
საშობაო განათებების მიმართ გულგრილი არავინ ვართ, თუმცა ტეხასის ცაზე რაღაც განსაკუთრებული ხდება, დრონების შოუ მოაწყვეს და გინესის რეკორდი დაამყარეს. Sky Elements Drones „ჯანჯაფილის სოფლის ყველაზე დიდ საჰაერო ჩვენებას“ სთავაზობს მსოფლიოს და 4981 დრონს ტეხასის ცაზე აერთიანებს. აქ ნახავთ ჯანჯაფილის სახლებს, პერსონაჟებს, ტკბილეულით სავსე ქუჩებს და ა. შ.
სანახაობა პიკს სანტას გამოჩენისას აღწევს, როცა იგი დრონებით შემკული ციგით ჩნდება საზოგადოების წინაშე. ასე კი არა მარტო სადღესასწაულო განწყობის თანამოზიარე გახადეს ადამიანები, არამედ იმ სიზუსტისა და ოსტატობის მაგალითი აჩვენეს მსოფლიოს, რომლის მიღწევაც დღეს დრონებით შეიძლება.
ამ ამბის ავტორი Sky Elements-ია, რომლისათვისაც, უნდა ითქვას, რომ ეს პირველი მსოფლიო რეკორდი არ არის – მანამდე გინესის წიგნში ყველაზე გრძელი საჰაერო წინადადებით შევიდა, შემდგომ კი – ყველაზე დიდი გამოგონილი პერსონაჟით, რომელიც დრონებით შექმნა.
აღსანიშნავია, რომ ამ ამბავს წინ ჩინელების რეკორდიც უძღოდა, როდესაც მათ 10 000-ზე მეტი დრონი გამოიყენეს.
marketer.ge
კომენტარები